Image

რა შემთხვევაში დაბრუნდება მორატა ესპანეთში

image
"ჩელსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელიც აქამდე "რეალის" ღირსებას იცავდა, "სამეფო კლუბში" დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ესპანელი ფორვარდის თქმით, რთულია იმ გუნდში აღმოჩენა, რომელსაც გულშემატკივრობ.

"რეალში" დავბრუნდებოდი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა "ჩელსისთან" ერთად ყველაფერს მოვიგებ და კლუბში ჩემს კვალს დავტოვებ", - ციტირებს მორატას სიტყვებს AS.

"ასეთი კლუბისთვის უარის თქმა რთულია, როცა მას გულშემატკივრობ. ეჭვი მეპარება იმაში, რომ ეს მოხდება, მაგრამ ვინ იცის. ახლა ყველაფრით კმაყოფილი ვარ".

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელთა წინააღმდეგ თამაში? ეს მინდა. ასევე გამარჯვებაც მსურს. ვიმედოვნებ, ჩვენ არ შევხვდებით, მაგრამ ამ თამაშისთვის მზად ვიქნები".

შეგახსენებთ, მორატა "რეალის" აღზრდილია. 2014 წელს, ალვარო "იუვენტუსში" გაყიდეს, სადაც ორი წელიწადი ითამაშა, შემდეგ კი მადრიდელებმა ფორვარდი დაიბრუნეს. 2017 წლის ზაფხულში მან "ჩელსისთან" გააფორმა კონტრაქტი.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 12 ნოემბერი 2017 15:22
მიუხედავად იმისა, რომ კარგად დაიწყო, მაინც არ მაქვს ამის დიდი იმედი, არაა ის ფორვარდი, რომელიც ჩელსის სჭირდება. თუნდაც კოშტა მერჩივნა ამას.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image