Image

"პ.ს.ჟ."-ე კონტეს არ ეშვება

image
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის საქმე ცუდად ექნება, თუ ამდენი ტრანსფერის შემდეგ, ის ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას მაინც ვერ შეძლებს.

სწორედ ასეთი ვითარებისთვის, პარიზელთა პრეზიდენტს, ნასერ ალ-ჰელაიფის შემუშავებული აქვს გეგმა - ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნას ეცდება. თავად იტალიელ სპეციალისტს საქმე ლონდონის "ჩელსიში" არც ისე სახარბიელოდ აქვს - ის კლუბის ხელმძღვანელებთან ურთიერთობის დალაგებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ ვერ ახერხებს. მეტიც, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომან აბრამოვიჩს მისი პოსტიდან გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

"პსჟ"-ს ჩაბარების შემთხვევაში, ანტონიო კონტე მეორე იტალიელი მწვრთნელი იქნება, რომელიც ამ კლუბში იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ 2013 წლამდე პარიზულ გრანდში კარლო ანჩელოტი მუშაობდა.

ეს სიახლე უსიამოვნო იქნება "მილანისთვის", რომელიც მონტელას გათავისუფლების შემთხვევაში, სწორედ კონტეს გადაბირებას გეგმავს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 12 ნოემბერი 2017 15:25
გუნდში მეტ-ნაკლებად არეულობა შეიმჩნევა, რაც იწვევს ეჭვს, რომ კონტე დიდხანს აღარ გაჩერდება. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ანჩელოტის მოყვანა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image