Image

სლუცკი "ჩელსიში" მაიკლ ემენალოს შეცვლის?

image
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "ცსკა"-ს ყოფილმა სპეციალისტმა ახალი გამოწვევა მიიღო და ჩემპიონშიპში დაქვეითებული "ჰალ სიტი" ჩაიბარა...

თუმცა, რუსი სპეციალისტის ინგლისური კარიერა კარგად ვერ ეწყობა. 16 ნათამაშები ტურის შემდეგ, "ვეფხვები" 16 ქულით ჩემპიონატის მე-20 ადგილზე იმყოფებიან, რის გამოც, გუნდის ქომაგები ხელმძღვანელობისგან მწვრთნელის გათავისუფლებას ითხოვენ.

The Telegraph-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "ჰალ სიტის" ხელმძღვანელობა სლუცკის გაათავისუფლებს, რუსი, შესაძლოა, "ჩელსის" ერთ-ერთი მმართველი გახდეს. კერძოდ - ტექნიკური დირექტორი. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ კლუბი მაიკლ ემენალომ დატოვა, რომელსაც ხსენებული თანამდებობა 6 წლის მანძილზე ეკავა.

ხსენებული წყაროს ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს ლეონიდთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მან სლუცკის შესაძლო დანიშნვაზე უკვე "ჩელსის" სხვა ხელმძღვანელებთანაც ისაუბრა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ჩელსიში" ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე ფრენკ ლამპარდის დანიშვნაზე ფიქრობენскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 12 ნოემბერი 2017 15:23
ამის დანიშვნას ბევრად მირჩევნია ფრენკის დაბრუნება)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image