Image

ლუისი მიიჩნევს, რომ კონტემ ის კოსტასთან მეგობრობისთვის დასაჯა

image
ინგლისურ პრესაში გრძელდება განხილვა იმის თაობაზე, თუ რატომ დარჩა ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის განაცხადს მიღმა.

თავდაპირველად, Sky Sports ასახელებდა ვერსიას, თითქოს ლუიზი კონტეს "რომასთან" (0:3) არჩეული ტაქტიკის გამო შეეკამათა, რაც იტალიელს არ მოეწონა და ფეხბურთელი დასაჯა. თუმცა, თავად ფეხბურთელი სხვაგვარად თვლის.

ახლა კი, The Times-ის ცნობით, ლუისსა და კონტეს შორის კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა იმაში მდებარეობდეს, რომ ბრაზილიელი მცველი დიეგო კოსტასთან მეგობრობს. "ატლეტიკოში" დაბრუნებამდე კონტესა და კოსტას შორის არაერთი გაუგებრობა მოხდა, ლუისი კი, როგორც ჩანს, ფორვარდის მხარეს იჭერდა, რაც იტალიელ სპეციალისტს არ მოეწონა.

თავად კონტემ ლუისის განაცხადს მიღმა დატოვებაზე შემდეგი რამ თქვა: "ყველაფერი ძალიან მარტივად არის. დღეს, ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იყო კრისტენსენისა და ამპადუს განაცხადში ყოფნა, მწვრთნელი ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს, რომელიც მის გუნდს წაადგება."скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 12 ნოემბერი 2017 15:15
როგორც ჩანს, მოუწევს ლუიზს გუნდიდან წასვლა, რაც ნამდვილად არ წაადგება ჩელსის.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image