Image

მეტოქე #7: ლივერპული

image
მოგესალმებით ამ საიტის მომხარებლებს... ბოდიშს გიხდით, რომ კვლავ შეწყდა, დროებით, რუბრიკა - ,,მეტოქის'' დადება, მაგრამ ამჯერად აქტიურად გავაგრძელებ აღნიშნულ რუბრიკას. დღეს კი ჩვენი "სამიზნე" არის - ,,ლივერპული''.

ვინ იყიდეს - გუნდმა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე კარგი ფეხბურთელები დაიმატა რომლებიც ნამდვილად გამოადგება გუნდს. ალექს ოქსალდე-ჩემბერლეინი ფეხბურთელი რომლის ყიდვაც მერსესაიდელებმა ჩვენს ,,ჩელსის'' დაასწრეს და ახალგაზრდა 24 წლის იამაიკელ-ინგლისელი ფეხბურთელი არსენალიდან 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს. მათ ასევე დაიმატეს ფეხბურთელი რომელიც უკვე არაჩვეულებრივად შეეწყო გუნდს 25 წლის ეგვიფტელი მუჰამედ სალაჰი რომელიც ,,რომადან'' 42 მილიონის სანაცვლოდ დაბრუნდა კვლავ ინგლისში მაგრამ ამჯერად ,,ლივერპულის'' რიგებში. მათ იზრუნეს ასევე დაცვის გაძლიერებაზეც და კიდევ ერთი ტალანტი დაიმატეს, 23 წლის შოტლანდიელი ენდრიუ რობერტსონი რომელიც ,,ჰალ სიტიდან'' 9 მილიონის სანაცვლოდ გადმობარგდა ,,ლივერპულში'' მათი საბოლოო ტრანსფერი კი 19 წლის ყოფილი ,,ჩელსის'' ფეხბურთელი დომინიკ სოლანკე გახდა რომელიც მერსესაიდელებმა მხოლოდ 3 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს,გუნდმა ასევე შეათანხმა ტრანსფერი რომელიც სავარაუდოდ ზამთარში განხორციელდება მათ 23 წლის ტალანტი ,,რედ ბულ ლაიფციგიდან'' დაიმატეს 70 მილიონად.

ვინ გაყიდეს - გუნდმა ყველაზე ძვირად გაყიდა 27 წლის ფრანგი მცველი მამადოუ საქო ,,კრისტალ პალასში'' 28 მილიონად. მათ იჯარით გაუშვას დივოკ ორიჯი, 22 წლის ბელგიელი შემტევი გადაბარგდა გერმანიაში ,,ვოლფსბურგში'' იჯარის საფასური კი 6,50 მილიონი ევრო გახდა. მათ ასევე გაუშვეს 30 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას ლეივა იტალიაში რომაულ ,,ლაციოში'' 5 მილიონად. გუნდმა ,,ჰალ სიტიში'' გაუშვა 23 წლის ინგლისელი ნახევარმცველი კევინ სტიუარტი 4 მილიონად. ბოლო ფეხბურთელი რომელიც მათ გაუშვეს კი არის 24 წლის ინგლისელი მცველი ანდრე ვისდომი რომელიც დერბიში 2 მილიონად გადაბარგდა.

საერთო ჯამში - გუნდმა კარგი ტრანსფერები განახორციელა თუმცა მხოლოდ ენდრიუ რობერტსონის დამატებით ვერ მოაგვარა მთავარი პრობლემა ანუ დაცვის გაძლიერება. ამის მიუხედავად გუნდის სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობა ნამდვილად კარგად უნდა ჩავთვალოთ ტუნდაც მხოლოდ მუჯამედ სალაჰის ტრანსფერის გამო რომელიც ნელ-ნელა გუნდის ლიდერი ხდება. ასევე კეიტას ტრანსფერიც რომელიც ძალიან ბევრ გრანდს სურდა. ამიტომ მათი მუშაობა სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილად დადებითად უნდა ჩავთვალოთ.

გუნდის ამბიცია - ლივერპული არარის ნამდვილად ,,არსენალი'' რომელიც ოთხეულისთვის იბრძვის ლივერპულს მაშინაც როცა ყველაზე სუსტი შემადგენლობა ყავდათ მაინც პრემიერ ლიგისთვის იბრძოდნენ და საერთოდ ყველა ტურნირისთვის რომელზეც ისინი გამოდიოდნენ. ამ სეზონშიც არანაკლებ გუნდის ამბიცია იმ ტურნირების მოგება იქნება სადაც ისინი გამოდიან თუმცა ეს ძალიან გაუჭირდებათ.

მთავარი მწვრტნელია - გუნდს ნამდვილად ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ყავს ევროპაში. იურგენ კლოპი რომელიც მანამდე დორტმუნდის ბორუსიას წვრთნიდა. კლოპი ლივერპულში ვერ დებს მთლად სახარბიელო შედეგებს - ევროპა ლიგის ფინალის ზაგება ,,სევილიასთან'' ფრე სუსტ გუნდებთან თუმცა მათ ხშირად არ უჭირთ გრანდებთან თამაში და ამარცხებენ ზოგჯერ მათ. ჩემი აზრით გუნდი იურგენ კლოპს 2 წელი მაინც არ გაუშვებს თუ იგი თვითონ არ გადადგა თანამდებობიდან.

სავარაუდო შემადგენლობა :

მეკარე : ლორიუს კარიუსი

დაცვა : ენდრიუ რობერტსონი ( ჯეიმს მილნერი ) ხოელ მატიპი,ემრე ჩანი,ნათან კლაინი

ნახევარდაცვა : ჯორდან ჰენდერსონი,ალექს-ოქსალდე ჩამბერლინი,ფილიპე კაუტინიო,

შეტევა : მოჰამედ სალაჰი,რობერტო ფირმინო,სადიო მანე

საერთო ჯამში - ლივერპულთან თამაში უმეტესად ჩელსის უჭირდა და ჩემი აზრით ამ სეზონშიც ასე იქნება. სწორედ ამიტომ საერთო ჯამში ლივერპული ჩელსისთვის ნამდვილად არასასურველი მეტოქეა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 12 ნოემბერი 2017 15:14
ბოლო წლებში, ლივერპული ნამდვილად გამოირჩევა გრანდებთან შთამბეჭდავი თამაშით. უბრალოდ სტაბილურობა აკლიათ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image