Image

კურტუა: "ლიდერს გასულ სეზონშიც ჩამოვრჩებოდით"

image
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, ლონდონის "ჩელსის" მეკარემ, ტიბო კორტუამ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად რეალურია მისი გუნდის შანსები ტიტულის შენარჩუნებაზე.

"გასულ სეზონში ლიდერს 8 ქულით ჩამოვრჩებოდით. თუმცა, შემდეგ გამარჯვებათა სერია შევასრულეთ. იმედი მაქვს, ახლაც იგივეს გამეორებას მოვახერხებთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ "სიტი" ქულებს დაკარგავს. კონკრეტულად ამ მომენტში ისინი დაუმარცხებლად გამოიყურებიან, კარგად თამაშობენ და ბევრ გოლს იტანენ. თუმცა, წინასწარ არავინ არაფერი იცის."

"სეზონი ძალიან ხანგრძლივია, "მან.სიტიმ" შესაძლოა გაცილებით უარესად დაიწყოს თამაში და რამდენიმე შეხვედრა დათმოს. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ და საკუთარი თამაშები მოვიგოთ. იმედი მაქვს, ტიტულისთვის სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 6 ნოემბერი 2017 23:35
წელს სხვანაირადაა საქმე, ეს სიტი ნაღდი გამანადგურებელი მანქანაა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image