Image

ფინალური ვერდიქტი: მნიშვნელოვანი გამარჯვება

image
ლონდონის "ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში გუშინ სახლში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (1:0) გამარჯვების მერე განაცხადა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ნებისმიერი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. კარგად ვიცით, მისი სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა.

მსგავსი გამარჯვებები ჩვენი თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ასეთი მატჩის მოსაგებად შესაბამისი განწყობა და ჟინი გამოვავლინეთ.


შესაძლოა, "ჩელსიმ“ მოიგოს ან წააგოს, მაგრამ გუნდს ასეთი სულისკვეთება უნდა ჰქონდეს. გასულ სეზონში ასეთი განწყობა ყოველ მატჩში გვქონდა. მიმდინარე სეზონი უამრავი პრობლემით დავიწყეთ. თუმცა, დღევანდელმა თამაშმა აჩვენა: როდესაც გვსურს, შეგვიძლია“ -

კონტემ ბრაზილიელ მცველ დავიდ ლუიზის მომავალზეც ისაუბრა, რომელიც ჯანმრთელია, მაგრამ მანჩესტერელებთან მატჩს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

"არ ვიცი. მან გულმოდგინედ უნდა იმუშავოს. სხვა შემთხვევაში მოთამაშეები ან სათადარიგოთა სკამზე ხვდებიან ან ტრიბუნაზე“- აღნიშნა „ჩელსის“ მწვრთნელმა.


მან კომენტარი სტუმართა გუნდის თავკაც ჟოზე მოურინიოსთვის ხელის არჩამორთმევის შესახებაც გააკეთა:

"ეს მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. პატივისცემა მოედანზე უნდა გამოვავლინოთ და არა მის ფარგლებს გარეთ“.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 6 ნოემბერი 2017 23:37
დამსახურებული 3 ქულა )
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image