Image

აბრამოვიჩი კონტეს გაშვებას გეგმავს

image
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ირწმუნება, რომ ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას მალე დატოვებს.

იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კლუბის მეპატრონე რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩია უკმაყოფილო, რომელთანაც კონტეს კონფლიქტი აქვს და ისინი არ ურთიერთობენ.

აბრამოვიჩის არ მოეწონა, რომ კონტემ ესპანელ ფორვარდი დიეგო კოსტა გუნდიდან გაუშვა. გარდა ამისა, Marca-ს ინფორმაციით, კონტეს ურთიერთობა ფეხბურთელებთანაც დაეძაბა.

აქედან გამომდინარე, "ჩელსის“ მფლობელმა იტალიელის გაშვება გადაწყვიტა, რომელმაც გასულ სეზონში ლონდონელებს ინგლისის პრემიერ ლიგა მოაგებინა.

ამჟამად, "ჩელსი" პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილზეა, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მე-2 პოზიცია უკავია. ლონდონელები მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად "რომასთან" 0:3 დამარცხდნენ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image