Image

კონტე: "ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება მნიშვნელოვანია"

image
ანტონიო კონტესთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება და ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

ლონდონის "ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში დღეს სტუმრად "რომასთან“ გასამართ მატჩამდე განაცხადა.

"ჩვენ რთულ ჯგუფში ვართ. ჩვენი მოწინააღმდეგეები, "ატლეტიკო“ და "რომა“, ორი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენთვის პირველ ადგილზე დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. იტალიური კლუბი საუცხოო სათამაშო ფორმაშია, ჩვენ კი შედარებით რთული ეტაპი უნდა გადავლახოთ".

"საკვანძო მოთამაშეები გამოჯანმრთელების პროცესში არიან. ჩემთვის ყველა ფეხბურთელის მწყობრში ყოფნა მნიშვნელოვანია“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს "ჩელსის“ ოფიციალური ვებგვერდი.

"რომა“ – "ჩელსის“ მატჩი დღეს "სტადიო ოლიმპიკოზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის ლონდონში ჩატარებული მატჩი 3:3 დასრულდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image