Image

კონტე:“შესაძლო დათხოვნას არ განვიცდი“

image
ანტონიო კონტეს ლონდონის "ჩელსიდან“ მისი შესაძლო დათხოვნის შესახებ გავრცელებული ჭორები არ აღელვებს.

ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში გუშინ სახლში "უოტფორდთან“ გამარჯვების მერე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას მასპინძლები 1:2 აგებდნენ და შეცვლაზე შეუსლი მიში ბაჩუაის წყალობით გაიმარჯვეს, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ საბოლოო ანგარიში გააათანაბრა.

"სერიოზული წნეხის ქვეშ ვარ, მაგრამ სავარაუდო გათავისუფლებას საერთოდ არ განვიცდი. მე მჯერა იმისა რასაც ვაკეთებ და ჩემს კლუბს მთელ ენერგიას ვახარჯავ. ამას გასულ სეზონშიც ვაკეთებდი და იმავეს ვაგრძელებ.

კლუბში თითეულის ამოცანა გულშემატკივრების გაბედნიერებაა. სწორედ ამ ზეწოლას ვგრძნობ. ჩვენ ვხედავთ გულშემატკივრები მხარს როგორ ჟინიანად გვიჭერენ. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და სახლში ბედნიერი ვბრუნდები, რადგან ვიცი, რომ მე და ჩემი მოთამაშეები კლუბისთვის 150 პროცენტით ვიხარჯებით“ -ციტირებს კონტეს "ჩელსის“ ოფიციალური ვებგვერდი.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image