Image

"არისტოკრატების" ზედიზედ მეორე მარცხი!

image
პრემიერლიგის მერვე ტურში "კრისტალ პალასმა" ლონდონის "ჩელსი" მიიღო და 2:1 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში "არწივებმა" პირველად აიღეს ქულები და ამავდროულად გოლიც პირველად გაიტანეს. 7 შეხვედრაში "კრისტალ პალასს" 17 გოლი ჰქონდა გაშვებული.

"არისტოკრატებმა" კი ზედიზედ მეორედ წააგეს. წინა შეხვედრაში "სტემფორდ ბრიჯზე" ანტონიო კონტეს გუნდი "მანჩესტერ სიტიმ" დაამარცხა. ამჟამად "ლურჯები" პრემიერლიგის ცხრილის მეხუთე სახფეხურზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში კი ისინი თავიანთ ძალებს მეოთხე ადგილზე მყოფ "უოტფორდთან" მოსინჯავენ.

შემადგენლობები:
ჩელსი(3-4-3): კურტუა - აზპილიკუეტა, ლუიზი, კეჰილი (c) - მოზესი(ზაპაკოსტა), ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო - ვილიანი(მუსონდა), ბატჩუაი(პედრო), აზარი.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლებს რაც შეეხება, საინტერესოა, რომ "კრისტალ პალასმა" თავისი პირველი გოლი ავტოგოლით გაიტანა, თავის კარში აზპილიკუეტამ შეაგდო. წონასწორობის აღდგენა პირველი ტაიმის შუა პერიოდში ტიმუე ბაკაიოკომ თავური დარტყმით შეძლო. კაბაიემ კი ტაიმის მიწურულს გაიტანა და სტუმრებს გოლი გასახდელში გაატანა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image