Image

ფინალური ვერდიქტი: კმაყოფილი კონტე

image
ლონდონის "ჩელსიმ" მორიგი სამი ქულის მოპოვება შეძლო, "არისტოკრატებმა" ამჯერად სტუმრად "სტოკ სიტი" 4-0 გაანადგურეს და შეხვედრის გმირი ალვარო მორატა გახდა, რომელმაც ჰეთ-რიკი შეასრულა, კონტეს თქმით ალვარო ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

ალვარომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მან გაიტანა სამი გოლი რაც თავდამსხმელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო შეხვედრაში მოხდა იგივე როდესაც ბატშუაიმ მოახერხა სამი ბურთის გატანა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კარგად ვმუშაობთ ამ ასპექტში.

მე კმაყოფილი ვარ ალვაროს თამაშით და კმაყოფილი ვარ მთლიანად ჩემი გუნდის შესრულებით. "სტოკთან" გამარჯვება ნამდვილად ადვილი არ არის, ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია, ძალიან კარგად მახსოვს ამ გუნდთან გასულ სეზონში ჩატარებული მატჩები.

გუნდმა ეს შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო, მაშინაც კარგად ვიყავით როდესაც სტოკის ზეწოლის ქვეშ ვიყავით, ჩვენ გავიტანეთ პირველ ნახევარში ორი გოლი და შევქმენით ბევრი მომენტი, საბოლოდ კი 4-0 გავიმარჯვეთ და კარი მშრალად შევინახეთ, ეს კი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

ტიბოს შესახებ მე ექიმს ვესაუბრე და ყველაფერი კარგადაა, ის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რაც შეეხება ალონსოს შეცვალს ეს იყო ტატიკური ჩანაცვლება.

დღეს ჩვენი გულშემატკივარი ფანტასტიური იყო. მინდა მადლობა ვუთხრა მათ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

beqa 24 სექტემბერი 2017 11:15
კარგად მიდის ყველაფერი ჯერჯერობით
kak111 24 სექტემბერი 2017 12:14
ახლა სიტი უნდა გააპონ თუ რამეზე აქვთ პრეტენზია
Dalton 24 სექტემბერი 2017 14:01
სიტისთან თამაში გაგვიჭირდება, მთავარია რომ დაცვამ ითამაშოს ორგანიზებულად და ნახევარდაცვამ და ისევ როგორც შარშან "პრუჟინა ვეთამაშოთ", კონტრ შეტევებზე ანუ
antonio ruediger 25 სექტემბერი 2017 18:55
ახლა სიტის ჯერია
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image