Image

ეს საინტერესოა: 3 გოლი და 2 ასისტი

image
დასრულდა პრემიერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, სადაც "ჩელსი" სტუმრად "ლესტერს" დაუპირისპირდა და მეტოქის მოედნიდან 3 ქულის წამოღება შეძლო. "არისტოკრატებმა" "მელიების" დამარცხება ანგარიშით 2-1 მოახერხეს. გოლები ალვარო მორატამ, ნ'გოლო კანტემ და ჯეიმი ვარდიმ გაიტანეს.

ესპანელმა ფორვარდმა "ჩელსის" რიგებში პრემიერლიგაში სულ 4 მატჩი ჩაატარა და 5 გოლში მიიღო მონაწილეობა: 3 გოლი და 2 ასისტი. თითქოს და აქ გასაკვირი და გასაოცარიც არაფერია. უკეთესი შედეგიც უჩვენებიათ ახალწვეულებს. თუმცა საინტერესო და გასაოცარიც კია ის ფაქტი, რომ მორატამ ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ფეხი ფაქტიურად არც კი გამოუყენებია. ვგულისხმობ, რომ არც გოლი და არც ასისტი, არც მარჯვენა და არც მარცხენა ფეხით, არ გაუკეთებია. ესპანელმა ეს მხოლოდ და მხოლოდ თავით შეძლო. 3 თავური გოლი და 2 თავური ასისტი!

ეს საინტერესოა: 3 გოლი და 2 ასისტი

საინტერესოა, როდემდე გააგრძელებს მხოლოდ თავით თამაშს მორატა და როდის ჩართავს საქმეში ფეხს ან ფეხებს. თუკი ესპანელი ფორვარდი ფეხითაც ისე კარგად თამაშობს, როგორც თავით, მაშინ შეგვიძლია ასეც ვთქვათ: "ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს".скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

beqa 9 სექტემბერი 2017 22:24
ეს ფეხიით რო ათამაშდეს იმენა გიჯი იქნება
xzakaraia 9 სექტემბერი 2017 23:36
Kargia magram fexitac unda gaitanos alvarom
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image