Image

მეტოქე #5: ტოტენჰემი

image
ჩვენი რუბრიკის მეხუთე ნაწილის განხილვის თემა ''ტოტენჰემი'' იქნება.

ვინ იყიდეს - გუნდს ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დიდად არ უაქტიურია, მაგრამ მაინც გადავხედოთ თუ ვინ დაიმატეს მათ. ''ტოტენჰემის'' ყველაზე ძვირიანი შენაძენი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გახდა 21 წლის კოლუმბიელი მცველი დავინსონ სანჩეზი, რომელიც ''აიაქსიდან'' გადაბარგდა ლონდონურ კლუბში 40 მილიონის სანაცვლოდ. მათ ასევე დაიმატეს 24 წლის სერჟ ორიე ''პსჟდან'', 24 მილიონის სანაცვლოდ. მათ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატეს 32 წლის ესპანელი შემტევი ''სვოუნსი სიტიდან'', ფერნანდო ლორენტე გუნდს 15 მილიონად შეუერთდა. მათ დაცვაში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატეს, 19 წლის არგენტინელი ჟუან ფოიტი. გუნდს არგენტინული ''ესტდუიანეტსიდან'' შეუერთდა 9 მილიონის სანაცვლოდ.

ვინ გაყიდეს - გუნდმა გაყიდა დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, 27 წლის ინგლისელი კაილ უოლკერ, ''მანჩესტერ სიტიში'' 51 მილიონის სანაცვლოდ. გუნდმა გაყიდა კიდევ ერთი მცველი. 24 წლის აუსტრიელი კევინ ვიმერი კარიერას კვლავ ინგლისში ''სტოკ სითიში'' გააგრძელებს. მამლებმა ამ ტრანსფერიში 19 მილიონი მიიღეს. გუნდი დატოვა 22 წლის ფრანგ-ალჟიერლმა ნახევარმცველმა ნაბილ ბენტალებმა, ის შალკემ იჯარის შემდეგ გამოისყიდა 19 მილიონად. 23 წლის შემტევის კლინტონ ნ'ჯი იჯარის გამოსყიდვა ''მარსელს'' 7 მილიონი დაუჯდა. გუნდი დატოვა ფედერიკო ფაზიომაც, 30 წლის არგენტინელი ''რომაში'' 3 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.

საერთო ჯამში - გუნდს განსაკუთრებით არ უაქტიურია ამ სატრანსფერო ფანჯარაზე. მათ 32 წლის ფეხბურთელში 15 მილიონი გადაიხადეს, რაც ჩემი აზრით არაა სწორი. და ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც არ უთამაშია დიდ ლიგაში 40 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს. ამიტომ მე მათ მუშაობას არადადებითად ჩავთვლი.

გუნდის ამბიცია - ტოტენჰემი ამ სეზონში იმას ვეღარ შეძლებს, რაც წინა ორ სეზონში შეძლო და მისი ოთხეულში შესვლაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ისინი, რა თქმა უნდა, მეორე ადგილისთვის ვეღარ იბრძოლებენ, მაგრამ მათი ამბიცია ოთხეულისთვის ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლა იქნება.

მთავარი მწვრთნელი - გუნდის მთავარი მწვრთნელი არის საოცრად პერსპექტიული 45 წლის მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ბარსელონასაც სურდა ლუის ენრიკეს შემცვლელად, მაგრამ მან ტოტენჰემი არ დატოვა. პოჩეტინო არაჩვეულებრივად ათამაშებს გუნდს და გუნდისთვის ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია. ტოტენჰემის მფლობელები მას იმ შემთხვევაშიც არ გაუშვებენ, თუ ოთხეულში შევა და ჯგუფიდანაც ვერ გავა. რადგან ისინი პოჩეტინოზე უკეთესს ვერ იპოვნიან.

სავარაუდო მთავარი შემადგნელობა :

მეკარე: იუგო ლორისი

დაცვა: დენი როუზი,იან ვერტოგენი,ტობი ალდერვეირელდი,დავინსონ სანჩეზი

ნახევარდაცვა: ვიქტორ ვანიამა, ერიკ დაიერი, დელე ალი, კრისტიან ერიკსენი, იუნგ მინგ-სონი

თავდასხმა: ჰარი კეინი

საერთო ჯამში - საერთო ჯამში გუნდმა სატრანსფერო ფანჯარაზე ცუდად იმუშავა და სეზონიც არც თუ ისე კარგად დაიწყო. მაგრამ ისინი ნამდვილად გამოასწორებენ სეზონის სტარტს. "ჩელსიმ" ისინი ერთხელ უკვე დაამარცხა და ჩემი აზრით, ეს მეორე წრის შეხვედრაშიც განმეორდება.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

beqa 9 სექტემბერი 2017 08:57
წელს ეს გუნდი საფრთხეს არ წარმოადგენს
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
მოზესი
მეტოქე - არსენალი
გამოკითხვა

რომელი ახალწვეული გაამართლებს ყველაზე მეტად?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image