Image

"ჩელსის" საზაფხულო ტრანსფერები

image
კლუბმა 226 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა და 6 სხვადასხვა ფეხბურთელი შეიძინა. ჯონ ტერისა და ნათან აკეს წასვლის შემდეგ "არისტოკრატებს" დაცვის ცენტრში სჭირდებოდათ მატება. კლუბმა 31.5 მილიონი გადაიხადა გერმანელ ცენტრალურ მცველში, ანტონიო რუდიგერში და იჯარით გაშვებული ანდრეას კრისტენსენი დააბრუნა. მოგეხსენებათ ლონდონელები 3 ცენტრალური მცველით თამაშობენ და სავალდებულოა, რომ ამ პოზიციაზე არაერთი ფეხბურთელი ჰყავდეთ. დაცვითი ხაზის გაძლიერება ამით არ დასრულებულა. გუშინ მოქმედმა ჩემპიონებმა დავიდე ზაპაკოსტას ტრანსფერი დაადასტურეს, რომელიც მარჯვენა ფლანგის მოთამაშეა და ანტონიო კონტეს ტაქტიკაში ვიქტორ მოუზესის პირდაპირი კონკურენტი იქნება. კონკურენცია ყველა გუნდში სავალდებულოა, "პრემიერ ლიგის" გუნდში ხომ საერთოდ სასიცოხლო მნიშვნელობისაა.

ანტონიო კონტემ განაგრძო დაცვის გაძლიერება და კიდევ ორი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა, რომელთა მთავარი შესაძლებლობაც დაცვითი ფუნქციებია, რაც კიდევ უფრო ძლიერს და გაუვალს ხდის ლონდონელთა უძლიერეს გუნდს. ტიემუე ბაკაიოკო და დანი დრიქუოთერი პრაქტიკულად ერთი სტილის ფეხბურთელები არიან და ანტონიო კონტესაც როტაციის საშუალებას აძლევს. მას შეუძლია სხვადასხვა მატჩებში გამოიყენოს ფრანგის ან ინგლისელის შესაძლებლობები და ეს საერთოდ არ შეცვლის "ჩელსის" თამაშს. ნუ, ნ'გოლო კანტე ხელუხლებელი ფიგურაა. ნემანია მატიჩის წასვლის შემდეგ ამ პოზიციაზე კონკურენცია ძალიან დიდია, ნემანია ხომ წლების განამვლობაში არავის უთმობდა ამ პოზიციას. ახლა კონტეს თავისუფლად შეუძლია ათამაშოს დრინქუოთერი და კანტე ერთად და ამით აღადგინოს ჩემპიონი "ლესტერის" ბირთვი, ოღონდ, ამჯერად "სტემფორდ ბირჯზე". არ დავივიწყოთ სესკ ფაბრეგასიც, რომელიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ დაცვით ფუნქციებში ბევრად ჩამოუვარდება ნებისმიერ სხვა ჩამშლელ ნახევარმცველებს.

დიეგო კოსტასა და მწვრთნელის კონფლიქტი ყველასთვის ცნობილია. უდიდესი ალბათობით ბრაზილიელი ფორვარდი აღარსდროს მოირგებს "ჩელსის" მაისურს, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ანტონიო კონტე გუნდში იქნება. რა თქმა უნდა, დიეგო კოსტას ჩანაცვლება ძალიან რთულია, რადგან საჩემპიონო სეზონში ის უმნიშნელოვანესი ფიგურა იყო და წლიდან წლამდე ხდებოდა გუნდის ბომბარდირი. ყველამ იცოდა, რომ მის შესაცვლელად დიდი რაოდენობის თანხა უნდა დახარჯულიყო. ასეც მოხდა. 55.8 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ალვარო მორატა "პრემიერ ლიგაში" გადმობარგდა. გაამართლებს თუ არა ეს ტრანსფერი? ამაზე მხოლოდ სეზონის ბოლოს თუ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ანტონიო კონტემ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ძლიერი ფორვარდი შეიძინა, რომელსაც გოლის გატანის გარდა, სხვა რაღაცების გაკეთება და სარგებლის მოტანა იდეალურად შეუძლია. გარდა ამისა, "ჩელსიმ" ძალიან გამოცდილი მეკარე, ვილი კაბალიერო უფასოდ შეიძინა. ვილი საკმაოდ კარგი ვარიანტია მეორე მეკარის სტატუსისთვის.

ახლა დავსვათ კითხვა და ჩვენვე ვუპასუხოთ... მოიგო თუ წააგო ჩელსიმ? მე ვფიქრობ. რომ 50-50-ზეა. იქიდან გამომდინარე, რომ ანტონიო კონტეს სულ სხვა ფეხბურთელების შეძენა სურდა და საბოლოოდ სულ სხვა ფეხბურთელები შერჩა, შეიძლება ითქვას, რომ "ჩელსიმ" წარუმატებელი სატრანსფერო კამპანია ჩაატარა. კლუბს უნდოდა რომელუ ლუკაკუ, ის კი "ოლდ ტრაფორდზე" წავიდა. კლუბს უნდოდა ვირჯილ ვან დეიკი, ის კი "საუთჰემპტონში" დარჩა. კლუბს უნდოდა ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მან კი უარი განაცხადა "სტემფორდ ბრიჯზე" თამაშზე და ორი დღის შემდეგ "ლივერპულში" გადაბარგდა. "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას გადიოდა როს ბარკლი, მაგრამ უეცრად უარი განაცხადა ტრანსფერზე და "ევერტონს" დაუბრუნდა. ანტონიო კონტეს ალექს სანდროს შეძენაც უნდოდა, მაგრამ "იუვენტუსმა" კაეგორიული უარი განაცხადა. მაგრამ, მეორეს მხრივ "ჩელსიში" სერიოზული მატებაა და გაჩნდა კონკურენცია, გუნდი თამაშობს 4 ტურნირზე და სჭირდება ღრმა შემადგენლობა. თუ გასულ სეზონში ისინი 5-6 დღე ისვენებდნენ და ევროტურნირებზე არ გამოდიოდნენ, წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. გუნდმა დაიმატა ძალიან მაღალი კლასისა და კვალიფიკაციის ფეხბურთელები და ამით კიდევ უფრო გააძლიერა საკუთარი თავი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პლუსია და ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლონდონელებმა წარმატებული სატრანსფერო ფანჯარა ჩაატარეს. სწორი ტრანსფერები განახორციელა კონტემ, თუ უბრალოდ შეცდა და სხვა ფეხბურთელები იყიდა, ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. ფაქტია, რომ ჩვენს "ჩელსის" უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და ნებისმიერ ტურნირში ერთ-ერთი ფავორიტია.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

beqa 4 სექტემბერი 2017 08:57
მე მჯერა ამ გუნდის და მჯერა ანტონიო კონტესი
Luka Okujava 4 სექტემბერი 2017 16:21
ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიაა <3 ეპლ და ლიგის ნახევარფინალი უეჭველი დაიდება <3 მე მჯერა ჩვნი ბიჭების <3
GigaSos 4 სექტემბერი 2017 17:19
ციტატა: Luka Okujava
ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიაა <3 ეპლ და ლიგის ნახევარფინალი უეჭველი დაიდება <3 მე მჯერა ჩვნი ბიჭების <3

ნამდვილად <3
Lupsu 5 სექტემბერი 2017 14:24
ჩელსის მთავარი პლიუსი ეგ იყო არასოპდეს ნებდებოდა სულ მერბრძოლი გუნდი იყო და მემგონი ეგ მებრძოლი სული დააბრუნა კონტემ გუნდში
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image