Image

ოფიციალურად: დრინქვოტერი "ჩელსის" ფეხბურთელია

image
ზაფხულის 2017 წლის სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე საათის წინ დაიხურა. ბოლო წუთებში კი "ჩელსიმ" შეძლო და "ლესტერიდან" ინგლისელი ნახევარმცველი დენი დრინქვოტერი შეიძინა.

27 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მიმდინარე წელს "არისტოკრატების" მეექვსე შენაძენია, კაბალეროს, რუდიგერის, მორატას, ბაკაიოკოსა და ზაპაკოშტას შემდგომ. დენიმ "ლურჯებთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 6 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ოფიციალურად: დრინქვოტერი "ჩელსის" ფეხბურთელია

ემანელო: "დენი არ არის უბრალო ფეხბურთელი. მას დიდი გამოცდილება აქვს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზეც კი. იგი "მელიების" რიგებში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. აქვს მოედნის კარგი ხედვა და საოცარი გამძლეობა."

დრინქვოტერი "ლესტერის" რიგებში 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან "მელიებთან" სულ 218 თამაში ჩაატარა და 14-ჯერ აიღო მეტოქის კარი. აღნიშნული ტრანსფერი "ლურჯებს" 35 მილიონი დაუჯდათ.

ოფიციალურად: დრინქვოტერი "ჩელსის" ფეხბურთელიაскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Lupsu 1 სექტემბერი 2017 13:33
ნუ კეთილი იყოს შენი მოსვლა სტენფორდ ბრიჯზე ))
aristokrati 1 სექტემბერი 2017 20:18
კარგია, კანტესთან ერთად შეთამაშებულია და გამოგვადგება ;)
gela123 2 სექტემბერი 2017 00:04
kargi fexburtelia dzaan
GigaSos 2 სექტემბერი 2017 22:37
დარწმუნებული ვარ რომ გაამართლებს თან კანტესთან ერთად თამაშის გამოცდილება აქვს და მშვენივრად მოერგება გუნდს wink წარმატებები დენი <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image