Image

ფინალური ვერდიქგტი: სასიხარულო პოზიტივი

image
მაურიციო სარიმ მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. მასპინძლები პირველ ნახვერაში ედენ აზარის გოლით იგებდნენ, თუმცა 89 წუთზე შესანიშნავი გოლი დანიელ სტარიჯმა გაიტანა და დააფიქსირა საბოლოო შედეგი. გუნდებმა ქულას დასჯერდნენ.

გეტყვით, რომ ცოტათინ იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენ გოლი ბოლო წუთზე გაუშვით, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის პერფორმანსით. ვფიქრობ, რომ ფრე ალბათ მაინც სამართლიანი შედეგია. მატჩი მშვენიერი იყო.

მე ვფიქრობ, "ლივერპული" ერთი ნაბიჯით წინ არიან, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ვიდრე ერთი კვირის წინ იყო.

მე ვფიქრობ, რომ ედენს მიმდინარე სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია, მას ჭირდება კიდევ 33 და ის ამას ცდილობს. ვფიქრობ სეზონის ბოლოს, ჩვენ 4-5 ფეხბურთელი გვეყოლება, რომელსაც 10ზე მეტი გოლი ექნებათ გატანილი. ეს არა მხოლოდ აზარი იქნება, აზარი არის საუკეთესო, მაგრამ იგივე პედროს, ვილიანს და მორატას 10 გოლზე მეტი ექნებათ სეზონის ბოლოს.

მე ამ მომენტში ჟირუ-მორატას გამოყენება მირჩევნია ვიდრე "ცრუ 9-იანის", ვფიქრობ ახლა ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის. ჟირუ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თანაგუნდელებისთვის და მორატა დღეს უფრო აგრესიული იყო. მე ამაზე არ ვღელავ.

ამ სეზონში ჩელსის მთავარი მიზანი ოთხეულისთვის ბრძოლაა. არ არის მარტივი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, რა თქმა უნდა ჩვენ ეს უნდა ვცადოთ. ჩვენ ახლოს უნდა ვიყოთ ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებთან. ჩვენ უნდა ვცადოთ კიდევ უფრო გაუმჯობესება.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image