Image

სარის მატჩისწინა პრესკონფერენცია

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ტრადიციულად პარასკევს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, იტალიელმა სპეციალისტმა გუდში არსებულ სიახლეებზე და ედენ აზარზე ისაუბრა, სარიმ აზარს გენიოსი უწოდა.

ვაფასებ თუ არა აზარს როგორც საუკეთესოს მსოფლიოში ? დიახ, შესაძლოა ის არის. აბსოლუტურად დაბეჯიდებით შემიძლია ვთქვა, რომ მას კიდევ შეუძლია გაუმჯობესება. თუ ის ბოლომდე გააუმჯობესდება ვარჯიშებზე, მას შეეძლება საკუთარი თავი 100%-ით გამოიყენოს. ვფიქრობ, ჩვენ მისი პოტენციალის მხოლოდ 70-80% ვნახეთ. მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური მომზადება და გონებრივი განვითარება, მას აქვს შესაძლებლობა უფრო მეტად გაუმჯობესდეს და გახდეს მსოფლიოში საუკეთესო.

აზარის სხვა ფეხბურთელებთან შედარება ძალიან რთულია. ის არის გენიოსი. ის არის უნიკალური. ტექნიკურად მე ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა და მინდა, რომ ის საუკეთესო იყოს მსოფლიოში

მისი ჩამოყალიბება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. მას შეუძლია ბევრი რამ მოუტანოს საკუთარ თავს, გუნდს და სტაფს. მე ეს ყველაფერი მსურს. ის გენიოსია, უნიკალურია.

რუდიგერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, არის სანსი, რომ რუდიგერი გუნდს ხვალინდელ შევხვედრაში დაეხმაროს.

კრისტენსენი ცუდად გახდა მატჩის დროს, მაგრამ ის უკეთ არის. პედრომ და ლოფტუს-ჩიკმა რუდიგერის მსგავსად ნახევარი სესია ივარჯიშეს. ამ ფეხბურთელების მდგომარეობა უკეთესია ვიდრე ეს იყო ოთხი დღის წინ.

არ ვფიქრობ, რომ თასზე გამარჯვება რაიმე უპირატებობას გვანიჭებს. ეს სხვა მატჩია, სხვა ტურნირზე, განსხვავებული სასტარტო შემადგენლობით. რთული მატჩი იყო ოთხშაბათს და ასევე რთული იქნება ხვალ. ვფიქრობ ისინი მზად არიან პრემიერ ლიგის მოსაგებად.

ძალიან ბედნიერი ვარ ფაბრეგასის და კეჰილის პერფორმანსით. დიდი ხნის შემდეგ მათ 90 წუთი ითამაშეს. არ ვიცი მზად არიან თუ არა ისინი კვირაში ორჯერ 90 წუთის სათამაშოდ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ისინი სასარგებლოები იქნებიან სეზონის განმავლობაში.

მე ვესაუბრე კეჰილს მაგრამ ჯერ წინ ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერია. ვფიქრობ მან უნდა მოიცადოს. ჩვენ უნდა მოვიცადოთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი თამაშით ოთხშაბათს, გარი ჩემთვის ძალიან გამოსადეგია, მის წასვლაზე საუბარი ძალიან ადრეა, იანვარი შორსაა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image