Image

ბარკლი: აზარის გოლი ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა,

image
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი, როს ბარკლი, "ლივერპულთან" ინგლისის ლიგის თასის შეხვედრის შემდეგ ედენ აზარის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.

"აზარის გოლი "ლივერპულის" კარში ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, ვინაიდან ასეთ რაღაცებს მისი შესრულებით ვარჯიშებზე ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ მაინც - რა გოლი გაიტანა!

ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ეს კვლავ დაამტკიცა. ედენი ასეთ დონეზე უკვე ხუთი-ექვსი წელია ასპარეზობს და საუკეთესო სამეულში შედის.

შესაძლოა, ახლა ის მსოფლიოში საუკეთესოც იყოს. შეიძლება თუ არა მისი რონალდუსთან და მესისთან შედარება? რა თქმა უნდა. ისინი ალბათ უფრო ეგოისტები არიან, ვიდრე ედენი.

ედენს მატჩის ნებისმიერ მომენტში შეუძლია ჯადოქრობის გაკეთება. ის მცველების ყურადღებას იპყრობს - ზოგჯერ მარტივი დასანახია როგორ მიჰყვება მას მეტოქის ორი ან სამი მცველი, რაც თანაგუნდელებისთვის სივრცეებს ათავისუფლებს", - განაცხადა 24 წლის ინგლისელმა.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ბელგიელმა ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა
.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image