Image

პრევიუ: "ლივერპული" - "ჩელსი"

image
,,ლივერპულმა'' სეზონი იდეალურად დაიწყო - მერსესაიდელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 მატჩის მოგება შეძლეს. თუმცა, იურგენ კლოპის გუნდს ლონდონის ,,ჩელსის'' წინააღმდეგ თამაშო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უჭირს - ,,ლივერპულმა'' ,,არისტოკრატებთან'' ჩატარებული ბოლო 14 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ იმარჯვა (ორივე შემთხვევაში ,,სტემფორდ ბრიჯზე'').

გუნდები ლიგის თასზე ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდებიან. ამ ტურნირზე მათი ბოლო შეხვედრა 2015 წელს გაიმართა, ორმატჩიან ნახევარფინალში უფრო ძლიერი ,,ჩელსი'' გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებმა ის სეზონი ლიგის თასის მოგებით დაასრულეს (ფინალში ,,ტოტენჰემი'' დაამარცხეს).

,,ლივერპულს'' კარაბაოს თასზე ზედიზედ სამი მარცხი აქვს, თანაც, ისე, რომ მერსესაიდელებმა ვერცერთ მათგანში გოლის გატანა ვერ შეძლეს, რაც გუნდისთვის ყველა დროის ყველაზე ცუდი სერიაა.

ახალი სეზონი ,,ჩელსისთვისაც'' წარმატებულია - ,,არისტოკრატებმა'' 7 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარეს (6 მოგება, 1 ფრე). მაურიციო სარი ლიგის თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. საინტერესოა, რომ ლონდონური გუნდის ბოლო 8 მწვრთნელი ამ ტურნირზე ჩატარებულ პირველ მატჩში არ დამარცხებულა (7 მოგება, 1 ფრე).

"ლივერპულის" ბოლო 7 შეხვედრა ყველა ტურნირზე

პრევიუ: "ლივერპული" - "ჩელსი"



"ჩელსის" ბოლო 7 შეხვედრა ყველა ტურნირზე

პრევიუ: "ლივერპული" - "ჩელსი"


მწვრთნელების ინტერვიუ



პრევიუ: "ლივერპული" - "ჩელსი"იურგენ კლოპი:,,ჩელსიში ასეთი რადიკალური ცვლილება ასეთ მცირე დროში, უბრალოდ, წარმოუდგენელია. სარის საკუთარი სტილი აქვს. ის ბრწყინვალე სპეციალისტია და მე მისი გულშემატკივარი ვარ. ლონდონური გუნდი საოცარ ფეხბურთს თამაშობს.

,,ჩელსის'' თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ. ხალხი ყოველთვის ,,მანჩესტერ სიტიზე'' საუბრობს და სარის გუნდი ყველას ავიწყდება, არადა, მათ ხომ გამოცდილი შემადგენლობა ჰყავთ.''



პრევიუ: "ლივერპული" - "ჩელსი"
მაურიციო სარი:“ლივერპული” ჩვენზე წინ დგას. ერთად მუშაობა 40 დღის წინ დავიწყეთ, თანაც სანაკრებო შესვენების გამო დროც ვერ გამოვიყენეთ შესაფერისად. ჩვენთვის ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ადრეა. “ლივერპულის” დონეს, შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ გავუთანაბრდეთ,”


|"ლივერპული" - "ჩელსი" ბოლო 7 დაპირისპირება ყველა ტურნირზე
პრევიუ: "ლივერპული" - "ჩელსი"


საინტერესო ფაქტები/color]

1.ლივერპული 8 ტიტულით ლიგის თასის რეკორდსმენია

2.ჩელსი 5-ჯერ მოპოვებული ჩემპიონობით მეორე ადგილს იუნაიტედთან, სიტისთან და ასტონ ვილასთან ერთად იყოფს.

3."ლივერპულს" "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან ყველა ტურნირზე მხოლოდ ორი აქვს მოგებული (7 ფრე, 5 წაგება) და ორივე "სტემფორდ ბრიჯზე".

4.მერსესაიდულ გრანდს "არისტოკრატები" საკუთარ მოედანზე 2012 წლის მაისის შემდეგ არ დაუმარცხებია. მაშინ "ლივერპულმა" მეტოქე 4:1 გაანადგურა.

5.ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იქნება ინგლისის ლიგის თასზე და პირველი მესამე წრეში 2000 წლის შემდეგ, როდესაც "ლივერპულმა" "ჩელსი" შინ 2:1 დაამარცხა.

6."ლივერპულს" ლიგის თასზე ბოლო სამი შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე აქვს წაგებული და გასულ სეზონში ტურნირს სწორედ მესამე წრეში გამოეთიშა.

7."ჩელსი" ინგლისის ლიგის თასის მესამე წრეში უკვე ზედიზედ 7 წელია იმარჯვებს.

8.21-ე საუკუნეში ეს "ჩელსისა" და "ლივერპულის" რიგით 57-ე დაპირისპირებაა. ინგლისის მასშტაბით არცერთი სხვა ორი კლუბი არ ხვდება ერთმანეთს ასე ხშირად.




ინგლისის ლიგის თასზე ეს გუნდები ერთმანეთს სულ 7-ჯერ შეხვდნენ :

1977 წლის აგვისტო, მეორე რაუნდი - "ლივერპული" 2:0 "ჩელსი"
იმ მატჩში პირველი გოლი კენი დალგლიშმა გაიტანა, ჯიმი ქეისმა კი საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში დააფიქსირა. საბოლოოდ მერსისაიდელებმა ტურნირის ფინალამდე მიაღწიეს, თუმცა გადათამაშებაში "ნოტინგემ ფორესტთან" დამარცხდნენ. გეტყვით იმასაც, რომ იმავე სეზონში, "ჩელსიმ" შური ასოციაციის თასზე იძია და "წითლები" 4:2 დაამარცხა.




2000 წლის ნოემბერი, მესამე რაუნდი - "ლივერპული" 2:1 "ჩელსი"
ანგარიში დენი მერფიმ გახსნა. წონასწორობა ძოლამ აღადგინა. დამატებით დროში კი მერსისაიდელებმა ფაულერის გოლით მოიგეს. ფინალში კი "ლივერპულმა" პენალტების სერიაში სძლია "ბირმინგემს".




2005 წლის თებერვალი, ფინალი - "ჩელსი" 3:2 "ლივერპული"
რიისეს გოლის წყალობით ბენიტესის შეგირდები ახლოს იყვნენ მორიგ ტიტულთან, თუმცა სტივენ ჯერარდმა საკუთარ კარში გაიტანა და შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა. ექსტრა ტაიმში წინ უკვე ლონდონელები გავიდნენ - თავი დროგბამ და კეჟმანმა გამოიჩინეს. ანტონიო ნუნიესმა სცადა მატჩის გადარჩენა, თუმცა "წითლებს" ამისთვის საკმარისი დრო აღარ ჰქონდათ. იმავე სეზონში, მერსისაიდელებმა "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან გამოაგდეს.



2007 წლის დეკემბერი, მეხუთე რაუნდი - "ჩელსი" 2:0 "ლივერპული"
ბენიტესმა ამ მატჩში შემადგენლობა გადაახალისა - სტუმართა კარს ჩარლზ იტანჯე იცავდა, დაცვაში ჯეკ ჰობსი ირჯებოდა, შეტევაში კი თავის გამოჩენას ვორონინი ცდილობდა. ლონდონელებმა მეტოქე საკმაოდ მარტივად, ლამპარდისა და შევჩენკოს გოლებით დაამარცხეს. საბოლოოდ "ჩელსი" ტურნირის ფინალში "ტოტენჰემთან" დამარცხდა. იმავე წელს, "არისტოკრატებმა" ჩემპ. ლიგის ფინალიც დათმეს.


2011 წლის ნოემბერი, მეხუთე რაუნდი - "ჩელსი" 0:2 "ლივერპული"
ამ მატჩამდე 9 დღით ადრე გუნდები ერთმანეთს პრემიერ ლიგაშიც დაუპირისპირდნენ - მერსისაიდელებმა გასვლაზე 1:2 გაიმარჯვეს. თასზე კი კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს მაქსი როდრიგესისა მარტინ კელის გოლებით სძლიეს. სამწუხაროდ, იმ მატჩში ლუკას ლეივამ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც იცით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში კენი დალგლიშის გუნდმა პენალტებში "კარდიფს" სძლია და ლიგის თასს ისტორიაში მერვედ დაეუფლა.



2015 წლის იანვარი, 1/2 ფინალი - "ლივერპული" 1:1 "ჩელსი"; "ჩელსი" 1:0 "ლივერპული"
პირველი მატჩი "ენფილდზე" გაიმართა. ანგარიში ედენ აზარმა 11 მეტრიანი ნიშნულიდან გახსნა. მერსისაიდელებმა კი რაჰიმ სტერლინგის გოლით გაათანაბრეს. საპასუხო მატჩში ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა - ლონდონური კლუბი ფინალში ბრანისლავ ივანოვიჩის გოლით გავიდა. "უემბლიზე" კი "არისტოკრატებმა" 2:0 დაამარცხეს "ტოტენჰემი"
.





სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული: მინოლე; კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მორენო; ჰენდერსონი, ფაბინიო, ვიინალდუმი; შაქირი, სოლანკე, სტარიჯი.

ჩელსი: კაბალიერო; ზაპაკოსტა, კეჰილი, კრისტენსენი, ემერსონი; ფაბრეგასი, ამპადუ, ბარკლი; მოზესი, მორატა, ჰადსონი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image