Image

ძოლას მატჩისწინა პრესკონფერენცია

image
ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ჩვენ ვართ "ჩელსი" და ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ ყველა შეხვედრაში და ყველა ტურნირზე, ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ ამის გაკეთებას.

ეს არ არის "პრემიერ ლიგის" მატჩი, მაგრამ ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საუკეთესო მატჩი და ვეცდებით ხვალ ძლიერი მეტოქე დავამარცხოთ, ეს არის შესაძლებლობა რომ ვიხილოთ ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც აქამდე დიდი სათამაშო დრო არ ჰქონიათ

გუნდს პედრო, რუდიგერი და ლოფტუს-ჩიკი დააკლდებათ, გეტყვით, რომ მათ სერიოზული დაზიანება არ აქვთ და მომდევნო შეხვედრაში გუნდს სამივე მათგანი დაეხმარება.

ისე ჩანს რომ აზარი რაც უფრო მეტს თამაშობს, მით უფრო უკეთესი ხდება. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სავარჯიშო სესია და გადავწყვეტთ. ვფიქრობ აზარი გუნდთან ერთად წამოვა.

ედენი მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებული იყო, ის არის ფეხბურთელი რომელიც უკეთესობიკენ მიიწევს. მე მჯერა, რომ მას შეუძლია გამოიყენოს თავისი უანრები უკეთესობისკენ, მჯერა, რომ მას სარი დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

ჩვენ ბედნიერები ვართ. როცა შენ თამაშობ დიდი ხნის განმავლობაში მაღალ დონეზე, სწავლობ თუ როგორ გამოიყენო შენი შესაძლებლობები უფრო ეფექტური გზით. ეს არის პროცესი რომელსაც აზარი გადის და რათქმაუნდა ჩვენ ვცდილობთ მის დახმარებას. იმ სტილით, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ, ვეხმარებით მას.

გარი კეჰილი დიდი ფეხბურთელი და პროფესიოინალი მოთამაშეა, ის ყვეალფერს გუნდისთვის აკეთებს და მას აუცილებლად ექნება შანსი.

რათქმაუნდა ჩელსი ჰადსონ-ოდოს აფასებს, რადგან მან ითამაშა ქომუნითი შილდზე ვიქტორ მოზესის ნაცვლად. ის ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის. კალუმს აქვს გუნდში რეგურალურად თამაშის პოტენციალი.

ამ გუნდში მუშაობა ყველამ იცის რომ ჩემთვის ოცნებაა, მე ვეხმარები კლუბს და ამით ბედნიერი ვარ. სრულიად ვარ სარის განკარგულებაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გუდნს წარმატებას მოუტანთ.

ვუყურებ თუ არა ლამპარდისა და მოურინიოს დაპირისპირებას ? რატომაც არა ? ჩვენ მივყვებით ფრენკის პროგრესს ჩემპიონშიფში და ეს არის ლიგა, რომელიც ძალიან მიყვარს. ვიმედოვნებ ის თავის საქმეს კარგად გააკეთებს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image