Image

სარის მატჩისწინა პრესკონფერენცია

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ტრადიციულად პარასკევს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, იტალიელმა სპეციალისტმა გუდში არსებულ სიახლეებზე, ჩელსის მომავალ კაპიტანზე და ჯონ ტერიზე ისაუბრა.

საუკეთესო ამბავი ისაა, რომ სესკი ახლა კარგად არის, ის ვარჯიშობს გუნდთან ერთად უკვე ერთი კვირაა. ახლა კი ფიზიკური კონდიციები უნდა გაიუმჯობესოს.

რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაშ სესკი სრულ მზადყოფნაში იქნება. ამ დროის განმავლობაში სეკკს შეუძლია სათადარიგო სკაზმე იყოს, მე მას აუცილებლად დაველაპარაკები.

გუშინ მცირე პრობლემები ჰქონდა ზაპაკოსტას და ემერსონს ორივე მათგანს სიცხე ჰქონდა. ასევე ნაკრების ვარჯიშზე მცირე ტრავმა ლოფტუს-ჩიკსმა დიდი წვივის არეში მიიღო, თმცა საგანგაშო არაფერია. მე აუცილებლად უნდა ველაპარაკო ექიმებს და გადავწყვეთ იქნება თუ არა ჩიკი განაცხადში.

ვფიქრობ მომავალში დროს მივცემ ამპადუს, ლოფტუს-ჩიკსა და კალუმ ჰადსონ ოდოს. ისინი ძალიან ახალგაზრდები და კლუბის მომავალი არიან.

არვიცი რა ვთქვა, ტამის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე აქ დარჩენა უნდოდა. ბოლო დღეს შემოთავაზება იყო ასტონ ვილადან და მან უეცრად წასვლა გადაწყვიტა

ვფიქრობ FIFA-მ რაღაც უნდა შეცვალოს ეროვნულ ნაკრებებთან დაკავშირებით. 4-5 სანაკრებო პაუზა ისეთი გრძელია, ძალიან რთულია ეს ჩვენთვის. ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი, ნაკრებების თამაშების სეზონის ბოლოს ჩატარება იქნება.

ვის შეუძლია პრემიერ ლიგის მოგება ? ამ მომენტში მე სიტის და ლივერპულს ვიტყვი. ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ დონის მისაღწევად.

ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ არ ვართ სოლიდური გუნდი დაცვით ფაზაში. ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება და ვგრძნობ რომ შეგვიძლია გავუმჯობესდეთ.

ვფიქრობ ხვალ ძალიან რთული მატჩი იქნება. მატჩების ჩატარება სანაკრებო პაუზის შემდეგ ყოველთვის რთულია გუნდებისთვის. ჩვენ ვითამაშებთ, როგორც მენტალურად ასევე ფიზიკურად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. თუ ქულები გვჭირდება ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ.

უკანასკნელ პერიოდში ტერის ვესაუბრე, მითხრა რომ მას ერთი სეზონით სურს კიდევ თამაში. არ ვიცი სიტუაცია, მაგრამ ჩელსი მისი სახლია. დიახ, რა თქმა უნდა, მე მას სიამოვნებით მივიღებ დამხმარე მწვრთნელად.თუ ტერის თამაში სურს კიდევ ერთი სეზონით, ვფიქრობ უნდა სცადოს თამაში, მაგრამ თუ მას ჩვენი დახმარება სურს, მე ამით ძალიან ძალიან ბედნიერი ვიქნები.

"უკვე გადავწყვიტე, თუ ვინ იქნება კაპიტანი, მაგრამ პირველ რიგში უნდა დაველაპარაკო ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას. ხვალ კაპიტანი ასპილიკუეტა იქნება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ გაიგებთ, როდესაც დაველაპარაკები ფეხბურთელებს და კლუბის ხელმძღვანელობას."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

shotiko13 15 სექტემბერი 2018 13:37
რათქმაუნდა ედენი უნდა იყოს შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება
davode zappacosta 15 სექტემბერი 2018 13:52
სალამი ბიჭებო ახალი ვარ .
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image