Image

აზარი: ეს დიდი სეზონი იქნება

image
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ჩვენ ერთად ვისაუბრეთ გამოსაცვლელ ოთახში და ვთქვით, რომ ეს იყო ისეთი ტიპის თამაში, რომელშიც მოთმინება გვმართებდა. როცა რაღაცეები არ არის კარგად, მოთმინება გჭირდება, ბურთის სწრაფად მოძრაობაა საჭირო, როგორც გავაკეთეთ ეს მეორე ნახევარში. მაშინ, როცა შანსი მოგვეცა გოლის გატანა იყო საჭირო და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

ჩვენ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ გატანა, პედრომ ეს კარგად გააკეთა, შემდეგ კი ვაკონტროლებდით თამაშს, ასე რომ ვფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ. გასულ კვირაში ნიუკასლთან მატჩის მსგავსად, რთული მატჩი იყო, ბორნმუთი კარგად იცავდა თავს. ჩვენ უბრალოდ ბურთის დაჭერა და მისი სწრაფად მოძრაობა გვჭირდებოდა, რადგან პირველ ნახევარში შედარებით ნელი ვიყავით.

ვფიქრობ, ფეხბურთელებს რომლებიც სათადარიგოთა სკამზე ზიან, ძირითადიდან დაწყება შეუძლიათ, ხოლო ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობიდან, შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ვართ კარგი გუნდი - ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი, არა მხოლოდ მოედანზე მყოფი 11 ფეხბურთელი.

ბედნიერი ვარ პედროს,ჟირუს და ყველა ჩელსის გულშემატკივრის გამო.
შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იმავე გზით ვაგრძელებ. თავდაჯერებული ვარ და ვერთობი თამაშით, ასე რომ კარგ დონეზე ვარ. თავდაჯერებული ვარ, ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი და ახალი მწვრთნელი - ყველაფერი კარგად მიდის.

ვიმედოვნებ ეს დიდი სეზონი იქნება გუნდისთვის. ვიცი, რომ როცა კარგად ვთამაშობ, გუნდიც კარგად თამაშობს, ასე რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. სეზონი გრძელია, პრემიერ ლიგაში არასოდეს არ იცი - ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ასე რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ გვაქვს 38 მატჩი, 4 მოვიგეთ, თუმცა გაუმჯობესება შეგვიძლია.

როცა ვიმარჯვებთ, მწვრთნელს ყოველთვის მაგიური დამოკიდებულება აქვს ჩვენთან, მაგრამ ვიცით პრემიერ ლიგა არ არის ადვილი და ერთ დღეს ჩვენც წავაგებთ. როცა წავაგებთ, აი მაშინ შეგვეძლება დავინახოთ თუ რამდენად კარგი გუნდი ვართ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image