Image

სარის მატჩისწინა პრესკონფერენცია

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ტრადიციულად პარასკევს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, იტალიელმა სპეციალისტმა გუდში არსებულ სიახლეებზე, ალონსოზე, კანტეზე, ჟორჟინიოზე და ედი ჰაუსზე ისაუბრა, რომელსაც კვირას დაუპირსიპირდება.

სარის ფაბრეგასზე


სესკი კვლავ ვერ დაგვეხმარება. ის წყალში ვარჯიშობს, ვიმედოვნებთ რომ მომდევნო კვირაში მოედანზე მუშაობას შეძლებს. ტრავმა ისევ აწუხებს, მოედანზე სირბილი არ შეუძლია, მხოლოდ წყალში.


სარის მარკოს ალონსოს შესახებ


ალონსომ კარგად ითამაშა უკანასკნელ სამ მატჩში. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მან უნდა გააუმჯობესოს დაცვით ფაზაში თამაში. ვესაუბრე მას ამ საკითხზე. მისი ფიზიკური კონდიციები უმაღლეს დონეზეა. ის კარგია შეტევით და დაცვით ფაზაში, მაგრამ ვფიქრობ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.

სარის ჰკითხეს თუ ვინ დატოვებდა გუნდს მიმდინარე სეზონში

შესაძლოა ეს იყო ტამი, ამ მომენტში მას გარანტიას ვერ მივცემ, მაგრამ თუ მას დარჩენა სურს ძალიან მოხარული ვიქნები. ის ახალგაზრდა თავდამსხმელია და შეუძლია უფრო გააუმჯობესდეს.

ჟორჟინიოს და კანტეს შესახებ


ჟორჟინიო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. ვფიქრობ, სეზონის პირველ ნახევარში ის ძალიან სასარგებლო იქნება ჩემთვის, ისევე როგორც გუნდისთვის.

კანტე ტექნიკურად ნიჭიერია, მას ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. არ ვღელავ კრიტიკაზე მის ახალ პოზიციასთან დაკავშირებით.


მაურიციო სარი ლოფტუს ჩიკზე


შემიძლია გითხრათ რომ ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო ბოლო 10 დღის განმავლობაში, ლოფტუს ჩიკი ბევრად გაუმჯობესდა. ასე რომ მე ნამდვილად ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო.

ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ჩვენთვის, რათქმაუნდა. სექტემბრის დასაწყისიდან თამაში ყოველ რამოდენიმე დღეში მოგვიწევს. ვფიქრობ, ლოფტუს-ჩიკი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ჩვენთვის.

ვფიქრობ, რომ ჩიკს შეუძლია ძირითად შემადგელობაში თამაში, პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის რთულია ჩვენ გვაყს 25 კარგი ფეხბურთელი, თუმცა თუ ის კვლავ გააგრძელებს მუშაობს ის გუნდს გამოადგება.

მას გაუმჯობესება სჭირდება იმისათვის რომ ჩემი ფეხბურთი ითამაშოს, რუბენს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები და ტექნიკა აქვს, მაგრამ ტაქტიკურად გაუმჯობესება ჭირდება.


მაურიციო სარი ედი ჰაუსზეც ისაუბრა


ედი ჰაუს კარგად ვიცნობ, ის საინტერესო ახალგაზრდა მწვრთნელია. ვფიქრობ, ის ინგლისურ ფეხბურთში თავის კვალს დატოვებს მომავალში. ისინი საშიში მოწინააღმდეგეები არიან.

"ბორნმუთი" ძალიან საშიში გუნდია, ისინი კარგად არიან ორგანიზებული, ისინი სახიფათოა სახიფათო სიტუაციებში ასე, რომ ჩვენთვის ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაგრამ ჩვენ გვსურს მატჩის კონტროლი და გამარჯვება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image