Image

ასპილიკუეტა: ჩვენ გყვავს კარგი გუნდი

image
სენტ ჯეიმს პარკზე 7 წლიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ჩვენ ნამდვილად კმაყოფილები ვართ. ყველამ ვიცოდით ამის შესახებ. პირადად ჩემთვის ეს მეშვიდე სეზონია და აქამდე ამ მოედანზე მოგებული არ მქონია, ასე რომ ეს დამატებითი მოტივაციაა და ჩვენ ვართ ბედნიერები სეზონის კარგი სტარტით.

ეს კარგი რიცხვია (200 მატჩი პრემიერ ლიგაში) ვიმედოვნებ ამ მაჩვენებლის გაზრდას შევძლებ, ვითამაშებ მეტ მატჩს და მოვიპოვებ მეტ გამარჯვებას რადგან ეს ყველაფერია.

ისინი საკმაოდ ღრმად იცავდნენ თავს, ბურთი ჩვენ გვეჭირა, ბოლოს კი საჭირო იყო ამ წინააღმდეგობის გაჭრა და გვიანი გოლის გატანა.

მოთმინება იყო მთავარი, კარგად დავიჭირეთ თავი და დავიმსახურეთ გამარჯვება. გუნდმა თავისი ხასიათი და მოგების სურვილი აჩვენა.

დარწმუნებული ვარ გახსნილი თამაშიდან უფრო მეტ შანსს შევქმნიდით, ეს არის ის რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ბურთის ქონა და მატჩის გაკონტროლება გვსურდა, გვსურდა რომ უფრო საშიშები ვყოფილიყავით შეტევაში. როგორც გუნდს, ვიცით რომ გაუმჯობესება შეგვიძლია და ვმუშაობთ ამაზე.

პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია და ვიცით რომ ყოველ მატჩში ყოველი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რაც არუნდა იყოს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ბევრი იმისათვის რომ მატჩები მოვიგოთ.

ვიცით რამდენად რთულია თუნდაც მოხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. მანჩესტერ სიტიმ დიდი ინტერვალი შექმნა სხვა გუნდებთან და ისინი იბრძოლებენ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ჩვენთან ერთად.

ჩელსის საკუთარი ზეწოლა აქვს. ვიცით რომ ბოლო 4 წელიწადში 2 პრემიერ ლიგა მოვიგეთ და ვიცით რომ ჩვენი სტანდარტი ძალიან მაღალია. ახლა აგვისტოა, მაისის ბოლომდე დიდი გზაა გასავლელი და ვნახავთ თუ რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა.

ჩვენ გვყავს კარგი გუნდი და ნამდვილად ძლიერად ვმუშაობთ მწვრთნელთან ერთად. ჩვენ გვაქვს იმხელა დონე, რომ ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image