Image

ნავსი გატეხილია "ჩელსიმ" "სენტ-ჯეიმზ პარკზე" მოიგო

image
ძალიან დრამატულად დასრულდა პრემიერ ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც "ნიუკასლმა" "ჩელსის" უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა. მაგრამ 75-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა, ფაბიან შერმა, საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია და თერთმეტმეტრიანი ზუსტად ედენ აზარმა შეასრულა.

"ნიუკასლმა" ამის შემდეგ ქულის გადასარჩენად შეუტია და საწადელს 83-ე წუთზე მიაღწია. ტაბლოზე წონასწორობა ხოსელუმ აღადგინა და "ჩელსი" პირველი ქულების დაკარგვას მიუახლოვდა.

თუმცა, სულ რაღაც ოთხ წუთში, მარკოს ალონსოს დარტყმის შემდეგ, საკუთარ კარში ბურთი იედლინმა ჩაჭრა და ლონდონელებს ზედიზედ მესამე მატჩი მოაგებინა.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image