Image

ლონდონური დერბი "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა

image
პრემიერლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა. ერთმანეთს ლონდონის „ჩელსი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან და დაძაბულ მატჩში „არისტოკრატებმა“ 3-2 იმარჯვეს.

ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. თავი პედრომ გამოიჩინა და მასპინძლები დააწინაურა. მე-20 წუთზე „ჩელსის“ უპირატესობა ორამდე გაიზარდა. ამჯერად გოლი ალვარო მორატამ გაიტანა. „არსენალმა“ წონასწორობის აღდგენა პირველსავე ტაიმში შეძლო.

37-ე წუთზე თავის გამოჩენა ჰენრიკ მხითარიანმა მოახერხა. 4 წუთში კი მან აივობის გაატანინა და საბოლოოდ, ტაიმი ფრედ, 2-2 დასრულდა.

მატჩში გადამწყვეტი გოლი 81-ე წუთზე გავიდა. ედენ აზარის პასის შემდეგ გოლი მარკოს ალონსომ გაიტანა და „ჩელსის“ მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ორივე შეხვედრა მოიგო, ხოლო „არსენალი“ ორივეში დამარცხდა.


გუნდების შემადგენლობები

ჩელსი: კეპა; ასპილიკუეტა, რუდიგერი, დავიდ ლუისი, ალონსო; ბარკლი, ჟორჟინიო, კანტე; პედრო, მორატა, ვილიანი.

ცვლილება: კოვაჩიჩი, აზარი, ჟირუ
.

არსენალი: ჩეხი; ბელერინი, მუსტაფი, სოკრატისი, მონრეალი; გენდუზი, ჯაკა; მხითარიანი, იოზილი, ივობი; ობამეიანგი.

ცვლილება: ტორეირა, რემზი, ლაკაზეტი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image