Image

პრევიუ: ჩელსი - არსენალი

image
ჩელსი
"ჩელსიმ" "ჰადერსფილდთან" კარგი თამაში აჩვენა, რაც ძირითადად მაურისიო სარის დამსახურებაა. როგორც აღმოჩნდა, "ჩელსის" გასული სეზონის ჩავარდნა მოედანს მიღმა პრობლემებით იყო გამოწვეული. "ჰადერსფილდი" "ჩელსიმ" მოედნიდან გააქრო, მიუხედავად იმისა რომ დაცვა ამ გუნდის ძლიერი მხარეა. თანაც ეს ედენ აზარის გარეშე მოახერხა. ბელგიელი შემტევი მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს შემოვიდა მოედანზე, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ახალწვეული ჟორჟინიოც გუნდს შესანიშნავად შეეწყო. როგორც ჩანს, იგი კანტესთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში მრისხანე დუეტს შექმნის, რომელიც ბევრ გუნდს გაამწარებს. სტემფორდ ბრიჯი ყოველთვის იყო "ჩელსის" კოზირი. "არსენალთან" დაპირისპირებაში "ჩელსი" ფავორიტია და "მეთოფეების" "სიტისთან" ნაჩვენები უსახური ფეხბურთი ჩელსსის ფავორიტობას კიდევ უფრო განამტკიცებს

არსენალი
უნაი ემერის გუნდმა პირველი მატჩი "სიტისთან" წააგო, თუმცა ხანდახან წაგებიდანაც შეიძლება დადებითის დანახვა. "არსენალის" თამაშიდან კი ვერანაირი დადებითი ვერ დავინახეთ. "მეთოფეებს" "სიტისთან" ნორმალური შეტევის განხორციელება და კარში დარტყმაც კი უჭირდათ. უნაი ემერიმ ჯერ აშკარად ვერ მოახერხა ახალ გუნდთან ადაპტაცია. "არსენალს" ტრანსფერების მხრივაც არ უაქტიურა, რაც არც ისე გასახარი ფაქტია" მეთოფეების" გულშემატკივრებისთვის. არის კიდევ ერთი მომენტი, უნაი ემერის ყოველთვის უჭირდა გრანდებთან თამაში და გასვლით მატჩებში მითუმეტეს. ურთიერთშეხვედრებში თუ ჩავიხედავთ, შევამჩნევთ, რომ "ჩელსის" ბოლო 6 თამაშია "არსენალისთვის" არ მოუგია, თუმცა იმ ფაქტებით რაც უკვე ჩამოვთვალეთ, ამ თამაშში ფავორიტი მაინც "არისტოკრატები" იქნებია.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image