Image

კეპას ტრანსფერი დიდი რისკია?

image
მარკ შვარცერი ლონდონელებს აფრთხილებს, რომ კოლოსალურ თანხად ესპანეთის ნაკრების მეორე მეკარის შეძენა დიდი რისკია.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის მეკარე ტიბო კურტუა შეუერთდა სამეფო კლუბს 38 მილიონ ფუნტად, კეპა კი დაუყოვნებლივ შეიძნეს 71.6 მილიონ ფუნტად, რათა ბელგიელის შემცვლელის პრობლემა მალევე მოეგვარებინათ.

მარკ შვარცერი მიიწვიეს "The Alan Brazil Sports Breakfeast"-ის სტუდიაში, სადაც მან "არისტოკრატთა" გახმაურებულ ტრანსფერზე ისაუბრა:

"თქვენ მესაუბრებოდით ალისონზე, რომელიც ბრაზილიის პირველი მეკარეა, თამაშობდა "რომაში", იბრძოდა ტიტულებისთვის, ჩაატარა ბრწყინვალე თამაშები ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე. მასში ლივერპულმა 67 მილიონი ფუნტი გადაიხადა".

"რაც შეეხება კეპას, მას მხოლოდ ერთხელ აქვს ესპანეთის ნაკრებში ნათამაშები - შესაბამისად ნაკლები გამოცდილება აქვს".

"მართალი ბრძანდებით, "ჩელსი" ყიდულობს ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშეებს და შემდეგ ხშირად ანათხოვრებს მათ, მაგრამ როდესაც ამ ფასად მოგყავს მოთამაშე, რომელიც მომავალშიც "ჩელსის" ძირითადი მეკარე იქნება ცოტა არ იყოს სარისკიოა, დანამდვილებით არ ვიცით რამდენად სწრაფად შეეჩვევა იგი პრემიერ ლიგას".

"ბევრი მაგალითია იმისა, თუ რამდენი ხანი დასჭირდათ ესპანელებს შეგუებოდნენ "პრემიერ ლიგას", განსაკუთრებით მეკარეები. ამის ნათელი მაგალათია დავიდ დე ხეა, მას 18 თვე დასჭირდა ამისთვის"

"ყველა ტრანსფერს ახლავს საფრთხე, მაგრამ კეპას ტრანფერი დიდად სარისკო რამაა"-ასრულებს მარკ შვარცერი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

shotiko13 15 აგვისტო 2018 13:54
იმედია გამარტლებს მომწონს ძან კეპა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image