"ჩელსი" ლიდერობს! » ჩელსის ქართული ფან-კლუბი
Image

"ჩელსი" ლიდერობს!

image
ჟორჟინიოს გასაოცრად შესრულებული პენალტი იმის მაუწყებელია, რომ ლურჯებს ჰყავთ ყველაზე მეტი დებიუტანტი "პრემიერ ლიგაში", რომლებმაც თავი პირველივე შეხვედრაში გამოიჩინეს!

პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით იტალიელი გახდა მე-19 არისტოკრატი, რომელმაც "პრემიერ ლიგის" ერაში პირველივე თამაშში გაიტანა სადებიუტო გოლი. ამასთანავე ჟორჟინიო გახდა მე-8 ფეხბურთელი "პრემიერ ლიგაში", რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში პენალტი შეასრულა წარმატებით.

ზემოთ ხსენებული ცხრამეტი არისტოკრატიდან შვიდმა სათადარიგო სკამიდან შემოსვლის შემდეგ მიაღწია სასურველს ალვარო მორატას ჩათვლით, რომელმაც შესანიშნავი თავური დარტყმით დაგვამახსოვრა თავი. ყველაზე ცნობილი სადებიუტო გოლი პირველ შეხვედრაში ალბათ ჯორჯ ვიას ეკუთვნის, რომელმაც 3 ქულა მოუტანა არისტოკრატებს მატჩის მიწურულს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ 2000 წელს.

იხილეთ სრული სია არისტოკრატებისა, რომლებმაც პირველი გოლი მათ პირველსავე "პრემიერ ლიგის" შეხვედრაში გაიტანეს:

მიკ ჰარფორდი - 15 აგვისტო 1992 წ. - ოლდჰემი(ს) - 1-1
გევინ ფიქოკი - 14 აგვისტო 1993 წ. - ბლექბერნი(ს) - 1-2
პოლ ფურლონგი - 20 აგვისტო 1994 წ. - ნორვიჩი(ს) - 2-0
პოლ ჰიუზი - 18 იანვარი 1997 წ.(შეცვლ) - დერბი(ს) - 3-1
ტორე ანდრე ფლო - 9 აგვისტო 1997 წ.(შეცვლ) - ქოვენთრი(გ) - 3-2
ჯორჯ ვია - 12 იავნარი 2000 წ.(შეცვლ) - ტოტენჰემი(ს) - 1-0
მარიო სტანიჩი - 19 აგვისტო 2000 წ. - ვესტ ჰემი(ს) - 4-2
ბოუდევინ ზენდენი 19 აგვისტო 2001 წ. - ნიუკასლი(ს) - 1-1
ადრიან მუტუ - 23 აგვისტო 2003 წ. - ლესტერი(ს) - 2-1
კლაუდიო პიზარო - 12 აგვისტო 2007 წ. - ბირმინგემი(ს) - 3-2
ფლორენტ მალუდა - 12 აგვისტო 2007 წ. - ბირმინგემი(ს) - 3-2
დეკო - 17 აგვისტო 2008 წ. - პორსმუტი(ს) - 4-0
ხუან მატა - 27 აგვისტო 2011 წ.(შეცვლ) - ნორვიჩი(ს) - 3-1
ვილიანი - 6 ოქტომბერი 2013 წ.(შეცვლ) - ნორვიჩი(გ) - 1-3
დიეგო კოშტა - 18 აგვისტო 2014 წ. - ბარნლი(გ) - 1-3
პედრო - 23 აგვისტო 2015 წ. - ვესტ ბრომვიჩი(გ) - 2-3
პატო - 2 აპრილი 2016 წ.(შეცვლ) - ასტონ ვილა(გ) - 0-4
ალვარო მორატა - 12 აგვისტო 2017 წ.(შეცვლ) - ბარნლი(ს) - 2-3
ჟორჟინიო - 11 აგვისტო 2018 წ. - ჰადერსფილდი(გ) - 0-3


წყარო: CHELSEAFC.COMскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ნ’გოლო კანტე
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image