მატეო კოვაჩიჩის ოფიციალური ინტერვიუ » ჩელსის ქართული ფან-კლუბი
Image

მატეო კოვაჩიჩის ოფიციალური ინტერვიუ

image
მას შემდეგ, რაც ხორვატი ნახევარმცველი იჯარით ლონდონურ გრანდს შემოუერთდა, "ჩელსის" ოფიციალურ არხთან("Chelsea TV") ისაუბრა, თუ რატომ ამჯობინა "პრემიერ ლიგა" ესპანურ ლიგას.

24 წლის ნახევარმცველს, რომელიც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელშიც საფრანგეთმა იმარჯვა, სურს რაც შეიძლება მალე ითამაშოს "ჩელსის" მაისურით, რათა დაამტკიცოს თავისი სიძლიერე და დაეხმაროს გუნდს ტიტულების მოპოვებაში!

- გამარჯობა, მატეო, კეთილი იყოს შენი მობრძანება "ჩელსიში"! ძალიანი საინტერესო ზაფხული გაქვს, ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი, ახლა კი ეს გამოწვევა...

- "ნამდვილად ასეა, დიდი მადლობა. ძალიან მოხარული "ჩელსიში" ყოფნით, გასაოცარი შეგრძნებაა. მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად იასპარეზა ინგლისმაც, თუმცა, ვფიქრობ, რომ ხორვატიამ თავისი მაქსიმუმი დადო. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ახალი კლუბისთვის."

- შენ მოგიწევს იმეგობრო ნ'გოლო კანტესთან და ოლივიე ჟირუსთან კვლავ...

- "დიახ, მინდა მათ საუკეთესო ვუსურვო მიმდინარე სეზონში. მე მინდა, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ, მე მოვედი აქ, რომ ვაჩვენო ჩემი მაქსიმუმი, სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის."

- აქამდე გითამაშია ჟორჟინიოს წინააღმდეგ, თუმცა ახლა მოგიწევს მასთან ერთად თამაში, ამაზე რა აზრის ხარ?

- "დიახ, მის წინააღმდეგ მითამაშია. შესანიშნავი ფეხბურთელია. მან თავი გამოიჩინა ჯერ "ვერონაში", შემდეგ კი "ნაპოლიში" ახლა კი თანაგუნდელები ვართ ლონდონურ კლუბში. მე მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მასთან ერთად თამაშისა და ვიმედოვნობ, რომ ერთად თამაშით ორივე ვისიამოვნებთ."

- ახალი მწვრთნელი, ახალი ნახევარდაცვა, ახალი ტაქტიკა, ახალი გოლკიპერი - ალბათ საოცარი სეზონი იქნება შენთვის...

- "ნადმვილად ასეა, რადგან ყველაფერი ახალია. "პრემიერ ლიგა" ახალია ჩემთვის, თანაც მოგეხსენებათ დასაწყისი ყოველთვის რთულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი და თანაგუნდელები დამეხმარებიან, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ!"

- შენ დიდი წარმატებების თანამონაწილე გახდი "რეალ მადრიდში". იქნება თუარა უფრო რთული ტიტულების მოგება აქ, ვიდრე ესპანეთში?

- "რა თქმა უნდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ კლუბმა მოიგო ბევრი ტიტული უკანასკნელ წლებში, ასე, რომ მე მოვედი კლუბში, რომლის მთავარი მიზანი ყოველთვის ტიტულების მოგებაა. მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, შესანიშნავი კლუბია, საოცარი ქალაქი და როგორც აქამდე ვთქვი, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ გუნდისთვის. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო "ჩელსის", რომ მომცა შესაძლებლობა მეთამაშა ამ გუნდში."

- ხომ არ გისაუბრია ლუკა მოდრიჩთან ლონდონისა და "პრემიერ ლიგის" შესახებ?

- "დიახ, მასთან ხშირად ვსაუბრობ. იგი ბედნიერია ჩემი აქ ყოფნით, თუმცა ვერ ელევა ჩემს წასვლას მადრიდიან, რადგან ახლო მეგობრები ვართ. მითხრა, რომ ლონდონი გასაოცარი, მომხიბვლელი ქალაქია, თუმცა ეს , ცხადია, აქამდეც ვიცოდი.

მისი თქმით, "პრემიერ ლიგის" დასაწყისი რთული იქნება, თუმცა მომსწრე ვიქნები გასაოცარი ფეხბურთის, შესანიშავი ატმოსფეროსი და მუდამ გადაჭედილი სტადიონებისა."

- რამდენად ბევრს ვარჯიშობდი პრე-სეზონში? მზად ხარ თამაშისთვის?

- "მე ვეცდები, რომ გამოვავლინო ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები. ზაფხულში "რეალ მადრიდთან" ერთად არ მივარჯიშია ბევრი, რადგან ჩემი "ჩელსიში" გადმოსვლა იგეგმებოდა, თუმცა ვეცდები რაც შეიძლება მალე ჩავდგე საუკეთესო ფორმაში."

წყარო: CHELSEAFC.COM
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ნ’გოლო კანტე
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image