Image

მორატა კოვაჩიჩის შესახებ

image
როგორც ყველასთვის ცნობილია, ალვარო და მატეო თანაგუნდელები იყვნენ "რეალ მადრიდში". მიუხედავად მათი ერთწლიანი განშორებისა, რამეთუ ალვარო "ჩელსიში" გადავიდა, ხორვატი კი ბერნაბეუზე დარჩა, ისინი კვლავ თანაგუნდელები გახდნენ...ორივე ლურჯ ოჯახში აღმოჩნდა.

"მატეო, უპირველეს ყოვლისა, გასაოცარი ადამიანია," - ამბობს "ჩელსის" 29 ნომერი."იგი ტექნიკური ნახევარმცველია, კარგად გრძნობს ბურთს, ძლიერი ფეხები აქვს და შეუძლია მარტივად დაიძვრინოს თავი ოპონენტებისგან"

"მისი წყალობით კიდევ უფრო მარტივად შევძლებთ ბურთის დაჭერას, მას აქვს უნარი ატაროს ბურთი და მოამარაგოს ფორვარდები ზუსტი პასებით"

"დიახ, იგი ბევრ საგოლე გადაცემას მაძლევდა "რეალ მადრიდში" - ამბობს იგი."ჩვენ გვიყვარს ერთად თამაში და ბედნიერი ვარ, რომ ახლაც ჩემი თანაგუნდელია. ვფიქრობ, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია მსოფლიოში!"

"მე ყოველთვის ვეხმარები ახალწვეულებს ახალ სიტუაციასთან შეგუებაში, რადგან მახსოვს, როდესაც აქ პირველად მოვედი ასევე მეხმარებოდნენ ჩემი ახალი თანაგუნდელები. ცხადია, ასევე ხელს შევუწყობ კოვაჩიჩს, რომ მარტივად შეეგუოს ლონდონურ ატმოსფეროს"

წყარო: CHELSEAFC.COM
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image