Image

პრევიუ: ჰადერსფილდი - ჩელსი

image
პარასკევს, 10 აგვისტოს, ჩვენი დროით საღამოს 11 საათზე სტარტი აიღო 2018/19 წლების სეზონის პრემიერლიგამ, რომელიც გახსნა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლესტერის" დაპირისპირებამ. აქვე გეტყვით, რომ მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით 2-1 დასრულდა. რაც შეეხება "ჩელსის", "არისტოკრატები" აღნიშნულ სეზონს დღეს გახსნიან, თბილისის დროით 6 საათზე.


ჩელსი
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონს "ლურჯები" ახალი მწვრთნელით ხვდებიან. მიმდინარე ზაფხულს გუნდი დატოვა კონტემ და აბრამოვიჩმა ერთი იტალიელი, მეორეთი, კონკრეტულად კი მაურისიო სარით ჩაანაცვლა.

გარდა მწვრთნელისა, გუნდში მოვიდა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი: ახალგაზრდა ესპანელი მეკარე - კეპა არიზაბალაგა, რომელიც უკვე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა მთელს მსოფლიოში (80 მილიონი), ჟორჯინიო - "ნაპოლიდან", მატეო კოვაჩიჩი - 1 წლიანი იჯარით მადრიდის "რეალიდან" (უცნობია კონტრაქტში ჩადებულია თუ არა გამოსყიდვის უფლება) და სათადარიგო მეკარე - რობერტ გრინი. გუნდი დატოვა ბელგიელმა კიპერმა - ტიბო კურტუამ, რომელიც "რეალში" 35 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

"ჩელსიმ" სეზონი სუპერთასზე მარცხით დაიწყო. სავარაუდოდ, ეს მარცხი პრემიერლიგის საწყის ტურში "ჩელსის" ფეხბურთელებს უფრო მეტ სტიმულს მისცემს. სარის მოსვლისთანავე, გუნდმა შეიცვალა სათამაშო სტილი, გუნდის თამაში უფრო შემტევი და აგრესიული გახდა. მაურისიომ გუნდი 3-4-3 სქეიდან 4-3-3-ზე გადაიყვანა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ "არისტოკრატების" შემტევები თავიდანვე საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნიან "ჰადერსფილდის" ფეხბურთელებს.

"ჩელსი" სრული შემადგენლობით ხვდება ამ მატჩს. ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული მოთამაშეები გუნდს არ ჰყავს.


ჰადერსფილდი
"ჰადერსფილდი" პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას თამაშობს. ამაში დიდი წვლილი ამერიკელ მთავარ მწვრთნელს, დევიდ ვაგნერს მიუძღვის. გასულ სეზონში "ჰაფერსფილდმა" სწორედ "ჩელსისთან" სტემფორდ ბრიჯზე ნათამაშები ფრით გაინაღდა პრემიერლიგაში დარჩენა. დაცვაში ძლიერი თამაში ხშირად სიხისტესაც მოითხოვს, ამიტომ "არისტოკრატები" ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ტრავმა არ მიიღონ.

რაც შეეხება გუნდის დანაკლისს, ამ შეხვედრაში "ჰადერსფილდს" ტრავმის გამო 2 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საუბარია გერმანელ - დურმსა და ამერიკელ - ვილიამსზე. საეჭვოა ასევე ბელგიელი - მბენსას თამაშიც.


მსაჯი: კრის კავენაგი.
კავენაგს "ჩელსის" მხოლოდ 1 თამაშში უმსაჯია, რომელიც კარაბაოს თასზე გაიმართა "ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ. ის შეხვედრა "არისტოკრატებმა" 5-0 მოიგეს.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image