Image

სარის პრესკონფერენცია

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ დღეს პრესკონფერენცია გამართა, იტალიელმა სპეციალისტმა, ახალ მოთამაშეებზე, კაპიტანზე და ედენ აზარზე ისაუბრა.

"კურტუას სიტუაცია ნათელი იყო, მას მადრიდში გადასვლა სურდა. ჩვენ დავკარგეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ჩვენ შემოგვიერთდა ახალგაზრდა კიპერი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა მსოფლიოში, ასე რომ მე კმაყოფილი ვარ."

"რა თქმა უნდა, კეპა ახლა არ არის კურტუას დონის, მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდაა, ის მხოლოდ 23 წლისაა. იმედი მაქვს, რომ ის ძალიან სწრაფად განვითარდება. მაგრამ ამ მომენტისთვის ის რა თქმა უნდა არ არის კურტუას დონის."

"კოვაჩიჩი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, ის მოწინააღმდეგეების ხაზებს შორის თამაშობს და მე მჯერა, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ფეხბურთელი იქნება."

აზარი ჩვენთან იქნება, მე მას 3-ჯერ ან 4-ჯერ ვესაუბრე და ყველაფერი კარგადაა. მას არასდროს დაუყენებია საკითხი ტრანსფერის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბედნიერია ჩვენთან.

რაც შეეხება აზარი კონტრაქტს გეტყვით, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, ჩემი საქმე ფეხბურთელებთან ერთად მუშაობაა, არმინდა განვიხილო კონტრაქტი. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა მინდორი , როგორ გავაუმჯობესო მოთამაშე და ვეცადო მოვიგო მატჩი და არა ის რომ ხელი მოვაწერო კონტრაქტებს. მაგრამ მინახავს მოთამაშე ძალიან ბედნიერი აქ დარჩენით. ასერომ ეს პრობლემა არ იქნება

"ჩვენ ახლა ძალიან ღრმა შემადგენლობა გვყავს და რამდენიმე ფეხბურთელი არენდით წავა გუნდიდან. მაგრამ ვინ არიან ეს ფეხბურთელები არ ვიცი. მე მირჩევნია მყავდეს 23-24 ფეხბურთელი და 3-4 ახალგაზრდა მოთამაშე.

რაც შეეხება ბაკაიაკოს შესაძლოა მან დატოვოს კლუბი, მაგრამ ეს ყვეალფერი კლუბს კითხეთ.

ხვალ კაპიტანი სავარაუდოდ ასპილიკუეტა იქნება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. მე თითოეული ფეხბურთელი კარგად უნდა გავიცნო. როდესაც ყველას კარგად გავიცნობ, გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მივიღებ."

შედგება თუ არა კეპას დებიუტი ჯერ არ გადამვიწყვეტია, მაგრამ ის აუცილებლად იქნება განაცხადში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image