კურტუას გამოსამშვიდობებელი განცხადება » ჩელსის ქართული ფან-კლუბი
Image

კურტუას გამოსამშვიდობებელი განცხადება

image
გამარჯობა ჩელსის ოჯახო

რამოდენიმე სიტყვით მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება განვლილი ოთხი ფანტასტიკური წლისათვის. ჩელსის ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში.

მე მხოლოდ 19 წლის ვიყავი, როდესაც კლუბმა დამანახა დიდებული რწმენა ჩემს შესაძლებლობებში. ის ფაქტი, რომ ასეთი დიდი კლუბი უკვე მენდობოდა ეს იყო ჩემთვის ოცნების ახდენის ტოლფასი. პირველი გადაწყვეტილება ჩემი სხვაგან გაგზავნისა დამეხმარა, რომ გავზრდილიყავი ისეთ მეკარედ, რომელიც ჩელსის მოერგებოდა.

როდესაც მე დავბრუნდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგანაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის ნაწილი გავხდი. მე ამიხდა ბავშვობის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშით. ამიტომ მე ძალიან ამაყი ვარ, რადგან ჩვენ შევძელით ორი პრემიერ ლიგის, ერთი ლიგის თასის და ერთი FA თასის მოგება!

უდიდესი მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს და ტექნიკურ შტაბს განვლილი ოთხი წლისათვის, რომლებთან ერთადაც ვიზიარებდი წარმატებებს და გასაოცარ მომენტებს, როგორც მოედნის შიგნით, ისე მის გარეთ. გუნდი ვერასდროს გახდებოდა წარმატებული კლუბის ყველა წევრის დახმარების გარეშე, რომლებიც გუნდს და ფეხბურთელებს თავიანთ თავებს უძღვნიან, იგივე სამედიცინო დეპარტამენტი და ყველა სხვა ვისთვისაც არ შემიძლია მადლობის თქმა ცალკე.

ბოლოს მე მინდა მადლობა ვუთხრა ფანებს მათი უდიდესი მხარდაჭერისათვის წლების მანძილზე. იმედი მაქვს გამიგებთ, ჩემს ბავშვებთან ახლოს ყოფნა იყო მნიშნველოვანი ასპექტი ჩემს გადაწყვეტილებაში.

გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს მომავალში.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩელსის ოჯახის წევრობა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ნ’გოლო კანტე
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image