Image

"ჩელსი" ახალ რეკორდს ამყარებს

image
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Guardian-ი იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსიმ" "ბილბაოდან" 23 წლის ესპანელი მეკარის, კეპა არიზაბალაგას ტრანსფერი შეათანხმა.

ახალგაზრდა კარის დარაჯი ინგლისში უახლოეს დღეებში უნდა ჩაფრინდეს და კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.

წყარო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კეპა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდება.

"არისტოკრატები" მის სანაცვლოდ 71,6 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. მოქმედი ყველაზე ძვირად ღირებული კარის დარაჯი ბრაზილიელი ალისონია, რომლის სანაცვლოდ "ლივერპულმა" 67 მილიონი ფუნტი გაიღო.

არიზაბალაგას ტრანსფერი საბოლოოდ ნიშნავს იმას, რომ ტიბო კურტუა მადრიდის "რეალში" გადაინაცვლებს.

საინტერესოა, რომ კეპას ტრანსფერი "სამეფო კლუბს" ზამთარში გაჩარხული ჰქონდა და მადრიდელები მის სანაცვლოდ მხოლოდ 17,9 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა მაშინ ზინედინ ზიდანმა მისი დამატება არ ისურვა, შემდეგ კი ესპანელმა კარის დარაჯმა "ბილბაოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image