Image

"ბარსელონა" აზარის შეძენას შეეცდება

image
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონა” ედენ აზარის შეძენის ვარიანტებს განიხილავს. არადა, ბოლო წლებია აზართან დაკავშირებით სულ „რეალზე” ლაპარაკობენ.

„კამპ ნოუზე” ბელგიელის შეძენა ერნესტო ვალვერდეს გუნდის გასაძლიერებლად ზედგამოჭრილ სატრანსფერო ნაბიჯად მიუჩნევიათ. როგორც ჩანს „ჩელსიდან” წასვლაზე უარს არც თავად ფეხბურთელი ამბობს. მიზეზი გასულ სეზონში, პრემიერლიგაში, ლონდონელთა უხეირო გამოსვლაა — „ჩელსი” მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

წერენ, რომ აზარს ლონდონელებმა ვერ გაუმართლეს ის იმედები, რომლებიც 2012 წელს, „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის დროს ჰქონდა. „სპორტის” ინფორმაციით თავის მხრივ „ჩელსიც” თანახმაა ვარსკვლავს „ბარსელონასკენ” გაუხსნას გზა. აზარის გარდა გასაყიდთა სიაში თითქოსდა არიან ნ’გოლო კანტე და ტიბო კურტუაც. ამ სამეულის გაყიდვა „ლურჯებს” გვარიან შემოსავალს მისცემდა.

როგორც ჩანს, „ბარსელონა” ვარაუდობს, რომ 27 წლის ბელგიელის ყიდვა დაახლოებით იგივე თანხა დაუჯდება, რაც 2018 წლის იანვარში ფილიპე კოუტინიუს შეძენა დაუჯდა — 142 მილიონი გირვანქა ანუ 160,5 მილიონი ევრო.

გარიგების შემთხვევაში აზარს უნდა დაუნიშნონ წელიწადში 15 მილიონი ევრო, სხვა სიტყვებით კი ბელგიელი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი მოთამაშე გახდება.

„სპორტი” კიდევ უფრო შორს მიდის და წერს, რომ „ჩელსის” მეპატრონე რომან აბრამოვიჩი კლუბის გასაყიდად ემზადება. მიზეზი გასაგებია: დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა დაძაბვის ფონზე მას ბრიტანეთის ვიზის პრობლემა შეექმნა. მდგომარეობის გართულების ერთ-ერთი მიმანიშნებელია ისიც, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ „სტემფორდ ბრიჯის” მასშტაბურ რეკონსტრუქციაზე უარი თქვა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image