Image

"არისტოკრატები" მუნდიალის ნახევარფინალში გავიდნენ

image
ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ი მატჩი, სადაც ბელგიის ნაკრებმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები 2-1 დაამარცხა. განვლილ შეხვედრაში მინდორზე სამი "ჩელსის" ფეხბურთელი ვიხილეთ: ბელგიის რიგებში ტიბო კურტია და ედენ აზარი, ბრაზილიის ნაკრებში - ვილიანი. კიდევ ერთი ლონდონელი, მიჩი ბატშუაია ბელგიის სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტიბო კურტუა იყო, რომელმაც 8 (!) სეივი განახორციელა და ძალიან სტაბილურად გამოიყურებოდა. ასევე, ძალიან მსუყე სამუშაო გასწია ეშმაკების კაპიტანმა ედენ აზარმა. რაც შეეხება ვილიანის - ბრაზილიელთა მწვრთნელმა ის შესვენებაზე შეცვალა.

ბელგიის ნაკრები 10 ივლისს ნახევარფინალურ მატჩში ძალიან ძლიერ საფრანგეთს გაეჯიბრება, სადაც ორი ლონდონელი, ნ'გოლო კანტე და ოლივიე ჟირუ თამაშობენ. შეხვედრა 22:00 საათზე გაიმართებაскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image