Image

კურტუა "ჩელსის" დატოვებს

image
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი მეკარე, ტიბო კურტუა, სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულს კლუბს შეიცვლის.

კურტუას ლონდონელებთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბი მზადაა, ის წელსვე გაყიდოს, რათა გაისად ფეხბურთელმა გუნდი უფასოდ არ დატოვოს.

26 წლის ფეხბურთელის შეძენით მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" არიან დაინტერესებულნი. "როხიბლანკოს" მეკარის, იან ობლაკის მომავალი გაურკვეველია და ისინი ყოფილი მეკარის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ.

თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, კურტუას შეძენასთან ყველაზე ახლოს მადრიდის "რეალი" იმყოფება, რომელიც მზადაა, მასში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, "სამეფო კლუბს" ფეხბურთელის აგენტთან მუდმივი კონტაქტი აქვს და არც პირადი კონტრაქტის დეტალები წარმოადგენს პრობლემას.

თავის მხრივ, კურტუა არ მალავს, რომ მადრიდში დაბრუნება მისთვის პრიორიტეტულია, რადგან ამ ქალაქში მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image