"ჩელსი" ინგლისის თასის გამარჯვებულია » ჩელსის ქართული ფან-კლუბი
Image

"ჩელსი" ინგლისის თასის გამარჯვებულია

image
ლონდონის ჩელსიმ უძველესი საფეხბურთო ტურნირი - ინგლისის ასოციაციის თასი ისტორიაში მერვედ მოიგო. 19 მაისს, ლონდონში, "უემბლიზე" გამართულ 147-ე ფინალურ დაპირისპირებაში ანტონიო კონტეს გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს მინიმალური ანგარიშით სძლია და სეზონი ტიტულით დაასრულა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ედენ ეზარმა 11-მეტრიანით გაიტანა. ბელგიელი მეტოქის საჯარიმოში მოედანში შეიჭრა, სადაც ფილ ჯონსს წესები დაარღვევინა. ჩემპიონთა ლიგის სკანდალურმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ამჯერადაც ცივსისხლიანად მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ, იუნაიტედის მცველი კი ყვითელი ბარათით დასაჯა. აზარს დავიდ დე ხეასთვის გატანა არ გასჭირვებია.

გუნდების შემაგდნელობა

ჩელსი: კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, რუდიგერი - მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - აზარი (ვილიანი, 90+1), ჟირუ (მორატა, 89)

მანჩესტერი: დე ხეა - ვალენსია, ჯონსი (მატა, 87), სმოლინგი, იანგი - ერერა, მატიჩი - ლინგარდი (მარსიალი, 73), პოგბა, სანჩესი - რეშფორდი (ლუკაკუ, 73)
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ნ’გოლო კანტე
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image