Image

პრევიუ "ჩელსი" - "უნაიტედი"

image
შაბათს უემბლიზე ასოციაციის თასის - მსოფლიოში ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის ფინალში ერთმანეთს ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდებიან. ასოციაციის თასი სტარტს 1871-72 წლებიდან იღებს, სადაც აღნიშნული სეზონის ფინალში, უონდერერსმა - სამეფო ინჟინერების გუნდი - 1:0 დაამარცხა.

ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ერთმანეთს ფინალებში მესამედ შეხვდებიან. პირველად ამ გუნდებმა 1994 წლის ფინალი ითამაშეს, სადაც იუნაიტედმა გლენ ჰოდლის ჩელსი 0:4 გაანადგურა; ხოლო, 2007 წელს მოურინიოს გუნდმა, რომელიც დღეს მანკუნიანელებს წვრთნის - სერ ალექსის ჩემპიონ იუნიატედს, 116' წუთზე, დიდი დროგბას გატანილი გოლით მოუგო.

იუნაიტედის ფეხბურთელები კრისტალ პალასთან გამარჯვების შემდეგ
იუნაიტედის ფეხბურთელები კრისტალ პალასთან გამარჯვების შემდეგ
უემბლის მატჩი ანტონიო კონტესთვის ბოლო იქნება, იტალიელი ჩელსის სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. ჟოზე მოურინომ, ასოციაციის თასი შარშანაც მოიგეო, ფინალში მანჩესტერელებმა კრისტალ პალასი 2:1 დაამარცხეს და თასი 12 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად აღმართეს.


ანტონიო კონტე
"მნიშვნელოვანია, რომ რთული სეზონი ტიტულით დავასრულოთ. ყველაზე ძველი ტურნირის ფინალში გვიწევს თამაში და ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ გულშემატკივარი შაბათს გავახაროთ."


ცნობილია, რომ გამარჯვებულს ასოციაციის თასს რეი უილკინსის ქვრივი - ჯეკი უილკინსი გადასცემს. ინგლისელი ნახევარმცველი აპრილში გულის შეტევით გარდაიცვალა. უილკინსი 1973-79 წლებში ჩელსიში თამაშობდა, ხოლო 1979-84 წლებში მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა.

ჟოზე მოურინიო
"შაბათის მატჩის შემდეგ, ვიღაცეებს დასასვენებლად გავუშვებთ, ვიღაცეებს რუსეთში მუნდიალზე, ვიღაცეებს სამუდამოდ დავემშვიდობებით..."
"არ მინდა მოგატყუოთ..." ამბობს პორტუგალიელი. "ლუკაკუმ ტრავმა ახლა მოირჩინა და ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა, რომ გითხრათ, რომ არა და შემდეგ მოედანზე გამოჩნდეს, მოვიტყუები."


შეხვედრას გამოტოვებენ მაიკლ კერიკი და ჩელსის მარცხენა მცველი ემერსონ პალმიერი. დიდი ალბათობით ვერც ბელგიელი მარუან ფელაინი ითამაშებს, ასევე გაურკვეველია რომელუ ლუკაკუს ბედიც, რომლის თამშზეც მოურინიო ვერაფერს იძახის.


ჩელსიმ ასოციაციის თასი ბოლოს 2011-12 წლებში მოიგო, როდესაც რობერტო დი მატეოს გუნდმა, კენი დალგლიშის ლივერპული უემბლიზე 2:1 დაამარცხა.

ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედის ფინალს იუვენტუსი - რეალის დაპირისპირების გმირი - მაიკლ ოლივერი იმსაჯებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image