Image

აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა

image
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, აღნიშნა, რომ კლუბთან მისი ახალი კონტრაქტის გაფორმება იმას უკავშირდება, თუ რამდენად წარმატებულად ჩაატარებენ "არისტოკრატები" ზაფხულის სატრანსფერო კამპანიას.

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა კონტრაქტის მოლაპარაკებები გადადო, იმის გასარკვევად, თუ რა ამბიციები ექნება "ჩელსის" მომდევნო სეზონში.

"მომდევნო სეზონისთვის ახალი ფეხბურთელების მოლოდინში ვიმყოფები. მსურს, რომ კარგი ფეხბურთელები გადმოვიდნენ ჩვენთან, რადგან მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგის მოგება მსურს.

ამიტომაც, ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფები - შემდეგი კონტრაქტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ, დაფიქრება მჭირდება." - ციტირებს აზარის სიტყვებს Sky Sports.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image