Image

მორატა იუვენტუსში ბრუნდება

image
ალვარო მორატა ზაფხულში მორიგი ქამბექისთვის ემზადება. ლონდონის ჩელსის 25 წლის თავდამსხმელმა იუვენტუსთან პირადი კონტრაქტი დეტალები შეათანხმა. როგორც Calciomercato იუწყება, ესპანელი, რომელიც იუვენტუსში 2014/16 წლებში თამაშბდა, თანახმაა, იტალიაში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის დაკლებასაც დათანხმდეს.

მაგრამ გარიგებისთვის მხოლოდ ფეხბურთელის სურვილი არასაკმარისია. თავის დროზე ჩელსიმ ალვაროს სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადა და ლონდონური კლუბი, მორატასგან განსხვავებით, ფინანსურ დათმობაზე ასე იოლად არ წავა.

კლუბები ჯერჯერობით მოლაპარაკებულნი არაფერზე არიან, მაგრამ თუ გარიგება შედგა, ქამბექი ალვარო მორატასთვის პირველი არ იქნება - ესპანელმა, კარიერა რეალში დაიწყო, შემდეგ კი იუვენტუსიდან ისევ მადრიდში დაბრუნდა.

უფრო რეალურია ვარიანტია, რომ "ბებერმა ქალბატონმა" ამ ზაფხულს მორატას ტრანსფერის ნაცვლად, მის ორწლიან იჯარაზე იზრუნოს - 2020 წელს კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობით.

ალვარო მორატამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და შეასრულა 6 საგოლე პასი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image