Image

მორატა: "შეიძლება, მუნდიალზე არ ვითამაშო"

image
ლონდონის "ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რუსეთში წავალ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ, თუმცა შესაძლოა, ეს არ მოხდეს.

ფაქტია, ცუდი სეზონი მქონდა და თუ მწვრთნელი ნაკრებში არ გამომიძახებს, საერთოდ არ გამიკვირ​დება. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბევრი რამ დავამტკიცო.

არადა, შეიძლებოდა, ეს სეზონი ჩემთვის წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ რიგ მატჩებში ძალიან ბევრ მომენტს ვანიავებდი"

ყველაფერი კარგად დაიწყო, ყველას ვუყვარდი, მე გამქონდა გოლები, მაგრამ ახლა განსხვავებულადაა ყველაფერი".
"ხალხი მეუბნება რაღაცებს ქუჩაში, მაგრამ მათ არ იციან მე რა გამოვიარე, ეს მხოლოდ ექიმებმა, მწვრთნელმა და ჩემმა ოჯახმა იციან".

"მე მქონდა საკმაოდ მძიმე სამთვიანი ტრავმა (torn a muscle) და შემდეგ არ ვიცი რა მოხდა"
"მე ვიტანჯებოდი. მატჩებისა და ვარჯიშის შემდეგ დავდიოდი სახლში და ვკმურნალობდი, ვერ ვუძლებდი ტკივილს"

"მე ვსადილობდი და უცებ ვგრძნობდი ბასრ ტკივილს და უნდა შემეწყვიტა. არ შემეძლო მანქანის ტარება. მინდოდა, მაგრამ არაფერი. შემდეგ მე დავბრუნდი და ვითამაშე თასზე, ისე ჩანდა თითქოს მე ვიყავი კარგად, მაგრამ უცებ ბრახ და ის დაბრუნდა"

"მე რამდენიმეჯერ ვიყავი გერმანიაში სამკურნალოდ, მათ შეჰყავდათ ინექციები ჩემს ზურგში. ძალიან მტკიოდა, მაგრამ დავბრუნდი ლონდონდში და მომდევნო დღეს ვივარჯიშე".

"ვფიქრობ, მე დავუშვი შეცდომა. მე უნდა შემეწყვიტა თამაში. ამასთან ერთად იღბალი არ იყო ჩემს მხარეს. მე რომ ამ მატჩებიდან ერთ-ერთში გოლი გამეტანა, შეიძლება ყველაფერი შეცვლილიყო".

"ვესტ ჰემთან თამაშის წინ მათ მითხრეს რომ მე მამა გავხდებოდი. მე მინდოდა თამაში, მაგრამ ვერ მივდიოდი გასახურებლად. ექიმებს ვუთხარი ემკურნალათ ჩემთვის, რადგან უნდა მეთამაშა".

"მე მინდოდა გოლი მიმეძღვნა ჩემი შვილისთვის, მინდოდა ჩავმდგარიყავი რეჟიმში, არ მინდოდა შეწყვეტა, მინდოდა რაღაცის დემონსტრირება. ეს ყველაფერი ცუდი იყო".
- აცხადებს მორატა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

cotne123 6 მაი 2018 17:23
წელს ტიტული უნდა მოვიგოთ
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image